TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი | კოკა-კოლა ფესტივალის პარტნიორია
ფოტო: კოკა-კოლა
4-5 ივლისს Lisi Wonderland-ი თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს — Tbilisi Open Air 2026-ს უმასპინძლებს. წელს ფესტივალი საიუბილეოა და უკვე მე-15-ედ აერთიანებს მუსიკის, ხელოვნების, თავისუფლებისა და მრავალფეროვანი კულტურის მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ი ქართველი და საერთაშორისო არტისტების, საინტერესო კოლაბორაციებისა და მულტიკულტურული გამოცდილების ცენტრად გადაიქცევა. ფესტივალის კარი 4 ივლისს, 14:00 საათზე გაიღება.
კოკა-კოლა Tbilisi Open Air 2026-ის პარტნიორია.
კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია ათწლეულებია მხარს უჭერს ისეთ მასშტაბურ კულტურულ, მუსიკალურ და სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც ადამიანებს საერთო ემოციებით, ახალი გამოცდილებითა და პოზიტიური განწყობით აერთიანებს. კომპანიისთვის მსგავსი მასშტაბის ფესტივალის მხარდაჭერა კულტურისა და მუსიკის განვითარებისა და ხელშეწყობის მხარდაჭერას ნიშნავს.
Tbilisi Open Air 2026-ის ორ დაუვიწყარ დღეს კოკა-კოლა სტუმრებს განსაკუთრებული საფესტივალო სივრცით უმასპინძლებს. კოკა-კოლას ზონის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ზაფხულის განწყობა, სახალისო აქტივობები, ინტერაქტიული გათამაშებები და გართობა ელოდებათ. Coca-Cola Mix Bar-ში ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კოკა-კოლას საავტორო კოქტეილები დააგემოვნონ. იმისთვის, რომ სტუმრებმა ბრენდის აქტივობებში ჩართვა მარტივად შეძლონ, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე მსოფლიო ბრენდი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი. აქტივობებში ჩართულ ყველა მონაწილეს კოკა-კოლას ბრენდირებული, მრავალფეროვანი საჩუქრები და კოქტეილები ელოდება. კოკა-კოლას ზონები Tbilisi Open Air 2026-ს კიდევ უფრო ენერგიულსა და დაუვიწყარს გახდის.
ფესტივალის მუსიკალური ნაწილი წელსაც რამდენიმე სცენაზე გადანაწილდება. მათ შორის, 10 წლის იუბილეს აღნიშნავს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური სივრცე — Zion Garden. წლევანდელი გამოშვების ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სივრცეში Mzesumzira Stage-ის გამოჩენაა, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდება. ფესტივალის მთავარ სცენაზე (Main Stage), უცხოელ ჰედლაინერებთან — Slowdive, Hooverphonic, Molchat Doma და სხვებთან ერთად, 4 ივლისს აქტუალური ქართველი არტისტები და, ტრადიციულად, TBILISI NEWCOMERS-ის წლევანდელი გამარჯვებული, ბენდი OCD! წარდგებიან.
Tbilisi Open Air უკვე 15 წელია მუსიკალური ფესტივალის ჩარჩოებს სცდება და დამსწრეებს სრულფასოვან ეკოსისტემას სთავაზობს. წლევანდელ სივრცეში მუსიკის მიღმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა გაერთიანდება:
- მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენება: ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ტერიტორიაზე სპეციალური საფეხბურთო ზონა მოეწყობა, სადაც დიდ ეკრანზე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩების ერთად ყურება იქნება შესაძლებელი. კოკა-კოლა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გლობალური პარტნიორი და ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რაც ამ საფეხბურთო სივრცეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
- ნატურალური ღვინის ფესტივალი / Supernatural Natural Wine Festival: ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ნატურალური ღვინის ფესტივალი, სადაც სტუმრები საუკეთესო ქართული მარნების პროდუქციას დააგემოვნებენ.
თავისუფლების სოფელი / Freedom Village: გასართობი და შემეცნებითი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში. - მრავალფეროვანი სივრცეები: ტერიტორიაზე მოეწყობა კემპინგის ზონა, კვების ობიექტები, მარკეტი და სხვადასხვა გასართობი სივრცე.
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები