EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიმდინარე კვირას სამხრეთ კავკასიას, კერძოს სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. მიზანი ევროკავშირის ჩართულობის გაღრმავება, ასევე ენერგეტიკული თანამშრომლობის, ვაჭრობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაა.
ფონ დერ ლაიენთან ერთად სამხრეთ კავკასიას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ეწვევა.
სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება.
ერევანსა და ბაქოში არსებულმა წყაროებმა Euronews-ს დაუდასტურეს, რომ ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკასიის ამ ორ ყოფილ მეტოქესთან ევროკავშირის სტრატეგიული ჩართულობის გაღრმავებაა.
EU-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი აზერბაიჯანში 1-ელ ივლისს იწყება
ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაქოში 1-ელ ივლისს ჩავლენ. იქ ისინი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდებიან, რათა ევროპისთვის აზერბაიჯანული ენერგორესურსების მიწოდების ზრდა განიხილონ, რაც ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობების მთავარი საყრდენია. ასევე, საუბარი შეეხება თანამშრომლობას მნიშვნელოვან რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკისთვის არსებითი გახდა.
ეს იქნება ფონ დერ ლაიენის პირველი ვიზიტი ბაქოში 2022 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიულ ენერგეტიკულ პარტნიორობას მოაწერეს ხელი. იმ პერიოდში ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე უარს ამბობდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გაზის ალტერნატიული წყაროები.
Euronews წერს, რომ ვიზიტი რეგიონთან ევროკავშირის სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის ნაწილია და მარტში, ბაქოში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ალიევს შორის გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვება. კოშტამ მაშინ განაცხადა, რომ ბრიუსელი და ბაქო მუშაობდნენ თანამშრომლობის ახალ ჩარჩოზე თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ციფრული განვითარების სფეროებში, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების გაფართოებას არსებული ენერგეტიკული კავშირებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მიღმა.
EU-ს მაღალჩინოსნები სომხეთს 2 ივლისს ეწვევიან
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კოსი და ფონ დერ ლაიენი სომხეთს 2 ივლისს ეწვევიან.
Politico-ს ცნობით, ვიზიტის მიზანი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი პროდასავლური მთავრობის მხარდაჭერის დემონსტრირებაა მას შემდეგ, რაც ფაშინიანის პარტიამ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
Politico აღნიშნავს, რომ ვიზიტი იმ დროს იმართება, როდესაც ფაშინიანი ცდილობს სომხეთის დასავლური კურსის განმტკიცებას, მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
"ჩვენ ვნახეთ ქვეყანა რუსეთის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის ქვეშ; ასეთი ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება იმ პრაქტიკული დახმარების გაგრძელებად, რომელიც უკვე გაწეულია", — განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
კაია კალასი და მარტა კოსი 20 ივლისს თურქეთში ჩავლენ
ამის პარალელურად, ხვალ, 30 ივნისს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, ხელმძღვანელობით ევროკავშირის დელეგაცია რეგიონის კიდევ ერთ ქვეყანას, თურქეთს ეწვევა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი და ევროკომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერი. ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის მქონე ძირითად სფეროებში.
ნათელი ხდება, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის ყურადღებას ვერ იმსახურებს. სიტუაცია დრამატულად მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით გამოაცხადა.
მეორე მხრივ, ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს მეზობლებთან. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ გასული წლის 2 დეკემბერს სომხეთმა და ევროკავშირმა ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი მიიღეს, რასაც მათი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აჰყავს. ევროკავშირმა "სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისა და უფრო გამძლე სომხეთისთვის" 15 მილიონი ევროს (17 მილიონი დოლარი) გამოყოფაც დააანონსა.
- სომხეთმა და EU-მ პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი მიიღეს — EU სომხეთს €15 მლნ-ს გამოუყოფს
მაშინ, საერთო პრესკონფერენციაზე კალასმა განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა "წლების განმავლობაში მხოლოდ უმჯობესდება". მან ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი უწოდა "საერთო ამბიციას, ერთად იმუშაონ ბევრად უფრო მრავალ სფეროში".
ამ სფეროებს შორისაა სომხეთის რეფორმები, სომხური ეკონომიკის "დივერსიფიკაცია და მოდერნიზაცია", ვიზალიბერალიზაცია და უსაფრთხოება.
სომხეთმა ურთიერთობები გააუმჯობესა ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც — 2026 წლის 26 მაისს სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ასევე გააფორმეს ჩარჩო შეთანხმება "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთგაგების ჩარჩო მემორანდუმი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და განვითარების მიმართულებით.
საქართველოს კი ევროკავშირის გარდა, აშშ-ისთანაც უჭირს საერთო ენის გამონახვა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2024 წლის ნოემბერში აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მისი აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
კომენტარები