ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა
ფოტო: AP
აშშ-ის ქალაქ სიეტლში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ირანისა და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა შაბათს, 27 ივნისს ჩატარდება.
თამაში ზუსტად იმ დღეს ემთხვევა, როდესაც ლგბტქ თემის წარმომადგენლები ყოველწლიურ ფესტივალს მართავენ. ამის გამო, ეგვიპტისა და ირანის შეხვედრას უკვე "პრაიდის" მატჩი შეარქვეს.
ეგვიპტის ნაკრები.
ფოტო: Reuters
ირანის ნაკრები.
ფოტო: Getty Images
ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ FIFA-ს წერილობით მიმართეს და კატეგორიულად მოითხოვეს, მატჩის მსვლელობისას არანაირი ლგბტქ მხარდამჭერი აქტივობა არ დაეშვათ.
FIFA-ს განცხადებით, ისინი სტადიონზე ცისარტყელას დროშების შეტანას მაინც არ აკრძალავენ. აღსანიშნავია, რომ პრაიდის ღონისძიებებს თავად ქალაქი სიეტლი აორგანიზებს და მას FIFA-სთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ორგანიზაცია Seattle Pride, რომელიც ქალაქში ყოველწლიურ აღლუმს მართავს, ხალხს მოუწოდებს, დღესასწაული ისე აღნიშნონ, როგორც თავად სურთ. ქუჩებში მარში და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
2025 წლის სიეტლის პრაიდის ფესტივალი.
ფოტო: The Seattle Times
ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი ტაჯმა და ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ შექმნილი სიტუაცია მკაცრად დაგმო.
"2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველასთვის ღიაა და ნებისმიერ ადამიანს სიხარულით ვმასპინძლობთ. ჩვენთვის მატჩებზე ყველა გულშემატკივარი თანაბრად სასურველი სტუმარია, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა", — აღნიშნა FIFA-ს წარმომადგენელმა.
FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებზე ქცევის კოდექსის მიხედვით, ცისარტყელას დროშები და სხვა სიმბოლიკები, რომლებიც სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას გამოხატავენ, ნებადართულია.
ვაშინგტონის შტატის სენატორმა, ჯეიმი პედერსენმა, აღნიშნა, რომ ამ მატჩის სწორედ ისეთი ქვეყნების მონაწილეობით ჩატარება, რომლებშიც ლგბტქ ადამიანებს დევნიან, სიმბოლურია. მისი თქმით, შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ თემის წარმომადგენლების მიმართ მსოფლიო პოზიტიურად განეწყოს.
ფოტო: Shutterstock
"არ ვიცი, რამდენი ადამიანი უყურებს ამ თამაშს ირანიდან და ეგვიპტიდან, მაგრამ ისინი ეკრანებზე აუცილებლად დაინახავენ ბედნიერ ლგბტქ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ დღესასწაულს ზეიმობენ. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავია და პრაიდის აზრიც სწორედ ამაშია", — დასძინა სენატორმა ჯეიმი პედერსენმა.
სიეტლის მერმა, ქეით უილსონმა განაცხადა, რომ ქალაქი შესაძლო საპროტესტო აქციებისთვის მზადაა და ამისათვის სტადიონის მიმდებარედ სპეციალური საპროტესტო ზონებია გამოყოფილი.
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
კომენტარები