რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს
ფოტო: Apple TV
არ გსურთ, მთელი ზაფხული იმის ყურებაში დაკარგოთ, როგორ დაგორავს ბურთი მწვანე მოედანზე? ნუ ღელავთ, სერიალების მოყვარულებს წინ საოცარი თვეები გველოდება. აი, ის სერიალები, რომლებიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვოთ:
1. House of the Dragon, სეზონი 3
ფოტო: Theo Whiteman/HBO
დრაკონის სახლი წელს ცოტა არ იყოს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ბევრად დინამიკურმა და იუმორისტულმა სერიალმა — შვიდი სამეფოს რაინდმა (A Knight of the Seven Kingdoms) — სამეფო კარის თამაშების საუკეთესო სპინოფის ტიტული ჩამოართვა. თუმცა, ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, რადგან დრაკონის სახლს მასშტაბურობა და სანახაობრიობა ნამდვილად არ აკლია, ამას კი ახალი მსახიობი, ჯეიმს ნორტონიც ემატება.
პრემიერა: Sky Atlantic/Now/HBO Max, 21 ივნისი
2. The Bear, სეზონი 5
ფოტო: Disney+
The Bear ბოლო წლების განმავლობაში არც ისე წარმატებული იყო, თუმცა მაყურებელი ბოლო სეზონს მაინც იმედიანად ელოდება. ბოლოდროინდელმა სპეციალურმა ეპიცოდმა — Gary — დიდი პოტენციალი აჩვენა, წლევანდელი სიუჟეტი კი, როგორც ჩანს, თავად რესტორნის აღსასრულს ეხება. დაუბრუნდება სერიალი ძველ დიდებას? ამას 25 ივნისს გავიგებთ.
პრემიერა: Disney+, 25 ივნისი
3. Elle, სეზონი 1
ფოტო: Prime Video
Legally Blonde-ის პრიქველს მალე სერიალის სახით ვიხილავთ. ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის მომავალი სტუდენტის, ელა ვუდსის როლს ლექსი მინეტრი ასრულებს. სერიალის სიუჟეტი გვიყვება იმ პერიოდზე, როცა ელი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა.
პრემიერა: Amazon Prime Video, 1-ელი ივლისი
4. Lucky, სეზონი 1
ფოტო: Apple TV
ბესტსელერებზე დაფუძნებული კრიმინალური ავანტიურები დღესდღეობით იმდენად ხშირად ხვდება ეკრანებზე, რომ ეს ჟანრი საკმაოდ გაცვეთილ კატეგორიად იქცა. თუმცა, ამ კონკრეტული სერიალის არსებობას ალბათ მისი შთამბეჭდავი სამსახიობო შემადგენლობაც კი ამართლებს: მთავარ როლში ანია ტეილორ-ჯოის ვიხილავთ, მასთან ერთად კი ეკრანზე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდებიან, როგორებიც არიან ანეტ ბენინგი, ტიმოთი ოლიფანტი, ანჟანუ ელის-ტეილორი, უილიამ ფიხტნერი და ერიკ ლანგი. შოუს ავტორი ჯონათან ტროპერია, რომელმაც სერიალი მარისა სტეპლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნა.
პრემიერა: Apple TV, 15 ივლისი
5. Ride or Die, სეზონი 1
ფოტო: Prime Video
სერიალი, რომელიც ჯეიმს ბონდის სტილში, ალპებში თხილამურებით გაქცევის სცენით იწყება, მაყურებელს ულამაზესი ევროპული პეიზაჟების ფონზე ექშენ-კომედიის სამყაროში ეპატიჟება. Ted Lasso-ს ვარსკვლავი, ჰანა უედინგემი, მკვლელის როლს ასრულებს, ხოლო ოქტავია სპენსერი მისი საუკეთესო მეგობარია, რომელიც კრიმინალური ისტორიებითაა გატაცებული. რაც შეეხება შეუდარებელ ბილ ნაის, ის განასახიერებს პერსონაჟს, სახელად დირექტორი.
პრემიერა: Amazon Prime Video, 15 ივლისი
6. The Five Star Weekend, სეზონი 1
ფოტო: Sky
მას შემდეგ, რაც ჰოლის პარტნიორი გარდაიცვლება, ქალი გადაწყვეტს, ყველა თავისი საუკეთესო მეგობარი ნანტაკეტში მდებარე საზაფხულო სახლში დაპატიჟოს.
სერიალის სამსახიობო შემადგენლობა ნამდვილად შთამბეჭდავია — ჯენიფერ გარნერიდან და რეჯინა ჰოლიდან დაწყებული, ჯემა ჩანითა და ქლოი სევინით დამთავრებული. წინ ინტრიგებითა და ჭორებით სავსე, სანახაობრივი ისტორია გველოდება. სერიალი ელინ ჰილდერბრანდის რომანს ეფუძნება.
პრემიერა: Sky/Now, 16 ივლისი
7. Stuart Fails to Save the Universe, სეზონი 1
ფოტო: HBO Max
The Big Bang Theory-ის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ყოველთვის ბევრად უფრო რეალისტური ნერდები ჩანდნენ, ვიდრე მთავარი გმირები. ეს ახალი სპინოფიც სწორედ მათ გარშემო ვითარდება: კომიქსების მაღაზიის მფლობელი სტიუარტი (კევინ სუსმანი), მისი ასისტენტი და შეყვარებული დენიზი (ლორენ ლაპკუსი), მუდამ მოწყენილი გეოლოგი ბერტი (ბრაიან პოსენი) და აუტანელი კრიპკე (ჯონ როს ბოუი). თუმცა, ამჯერად ყველაფერი იცვლება — ალტერნატიულ რეალობაში ისინი ნამდვილი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირები ხდებიან.
პრემიერა: HBO Max, 23 ივლისი
8. Furious, სეზონი 1
ფოტო: Disney+
ელიზაბეთ მერივეთერის ახალი შოუ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტზე — ემი როსუმზე — გვიყვება, რომელიც სერიულ მკვლელ ქალზე ნადირობს. ამ უკანასკნელის როლს ლოლა პეტიკრუ ასრულებს, რომელმაც მანამდე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტზე გადაღებულ დრამებში — Say Nothing და Trespasses.
პრემიერა: Disney+, 27 ივლისი
9. Ted Lasso, სეზონი 4
ფოტო: Apple TV
პოპულარული საფეხბურთო კომედია ეკრანებზე მეოთხე, ფინალური სეზონით ბრუნდება — და ამჯერად კლუბი რიჩმონდი (AFC Richmond) ქალთა გუნდს აყალიბებს.
მას შემდეგ, რაც ტედი (ჯეისონ სუდეიკისი) ამერიკაში დაბრუნდა, სამი წელი გავიდა, თუმცა ახლა ამ გულუბრყვილო და კეთილ მწვრთნელს კვლავ დიდ ბრიტანეთში წასვლაზე ითანხმებენ. ის მზადაა, მეორე დივიზიონში საუკეთესო გუნდი შეკრიბოს. თუმცა, საფეხბურთო ვნებების მიღმა, მაყურებელს სხვა რამეც აინტერესებს: იქნებიან თუ არა ერთად მუდამ უკმაყოფილო როი კენტი (ბრეტ გოლდსტეინი) და საყვარელი კილი ჯონსი (ჯუნო ტემპლი).
პრემიერა: Apple TV, 5 აგვისტო
10. Widow’s Bay, სეზონი 1
ფოტო: Apple T
ვითომ ესაა წლის საუკეთესო შოუ? სრულიად შესაძლებელია. Widow’s Bay ერთდროულად Lost-ის, Twin Peaks-სა და Parks and Recreation-ის ნაზავია. ერთი მხრივ, ეს არის საოფისე კომედია დემონური ძალების ტყვეობაში მოქცეული კუნძულის მმართველობაზე. მეორე მხრივ კი — ერთ-ერთი ყველაზე მართლაც საზარელი საშინელებათა სერიალია.
ფინალური ეპიზოდი ნელ-ნელა გვიახლოვდება და მთავარი კითხვა ასეთია: შოუში, სადაც უკვე გვყავს მკვლელი კლოუნები და ზღვის ალქაჯები, მეტი რა სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლიათ ავტორებს ჩვენთვის?
პრემიერა: Apple TV, უკვე ხელმისაწვდომია
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები