ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის პრეზიდენტს სადირ ჟაპაროვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ეს არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენს ქვეყნებს კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებობს მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი არის ახალი თავი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოში თქვენი ლიდერობით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და თქვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს", — განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები