დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება, რომელიც ივლისის დასაწყისში თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტები, როგორც ალიანსის ლიდერი ქვეყნის მეთაურები, თითქმის ყოველთვის ესწრებიან NATO-ს სამიტებს, წელს ტრამპის დასწრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. ამის მიზეზი გახდა მისი არაერთგზისი მწვავე უკმაყოფილება NATO-ს მიმართ — ტრამპი პარტნიორებს აკრიტიკებდა იმის გამო, რასაც ის ირანითან ომში აშშ-ის დახმარებაზე უარის თქმად მიიჩნევს.
ოთხშაბათს კონგრესში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას რუბიო ტრამპის ამ იმედგაცრუებას შეეხო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მთავარი გაღიზიანება ზოგიერთი წევრის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლებმაც კრიზისის დროს აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.
თუმცა, რუბიოს თქმით, მიუხედავად ალიანსის მიმართ არსებული იმედგაცრუებისა, ტრამპი შეხვედრას, რომელიც თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება, მაინც დაესწრება:
"ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება NATO-ს ალიანსში და ჩვენ ვიქნებით თურქეთში, რათა ყველა ამ თემაზე ვისაუბროთ. თავად პრეზიდენტი დაესწრება NATO-ს სახელმწიფოთა მეთაურების მომავალ შეხვედრას, სადაც ყველა ეს პუნქტი ნათელი გახდება", — განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, NATO-ს რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა აშშ-ის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერაზე ირანის წინააღმდეგ — მათ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს და უარი განაცხადეს სამხედრო-საზღვაო ძალების გაგზავნაზე, რომლებიც ენერგოტანკერებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნას უნდა დახმარებოდნენ.
ევროპელმა ლიდერებმა უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში პირდაპირ ჩართვაზე. Reuters წერს, რომ მათ არაპროგნოზირებად კონფლიქტში ჩათრევა, რომლის მიზნებიც ბოლომდე არ ესმით და რომელიც მათსავე მოქალაქეებში არაპოპულარულია, აფრთხობთ.
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები