ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერი გახდა — სივრცის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულების ქართული ჭადრაკის განვითარებაში.
ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს არის საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ, როგორც ჭადრაკის თეორიას, ისე პრაქტიკულ თამაშს.
საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის თანამშრომლობის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი, დავით კოდუა გვესაუბრება.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ისტორია და მისი მნიშვნელობა:
“ფოთში ჭადრაკის თამაშს ძველთაგან სცემდნენ პატივს. გასული საუკუნის 40-იან წლებში კი მას ორგანიზებული სახე მიეცა. 1948 წელს გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. ეს თბილისისა და ქუთაისის შემდეგ მესამე ქალაქი იყო, სადაც მოზარდ თაობას საშუალება ჰქონდა, სრულად დაუფლებოდნენ ამ ბრძნულ თამაშს. ამის შემდეგ კლუბმა ორჯერ იცვალა ბინა, უმჯობესდებოდა პირობები და მოგვიანებით (1987 წელს) მას გამოჩენილი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას სახელი ეწოდა. ამ დღის უკვდავ საყოფად კლუბის შენობასთან სამი კიპარისი დარგეს ნონა გაფრინდაშვილმა, ნანა ალექსანდრიამ და თამრიკო ხმიადაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერე ფოთი მეორე იყო, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს მსოფლიო ჩემპიონის რანგში უმასპინძლა. ასევე ღირსეულად შევხვდით ჭადრაკის საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონს საქართველოდან ჩვენს თანაქალაქელ ნანას".
ფოთის საჭადრაკო კლუბი, როგორც საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი:
“ფოთის საჭადრაკო კლუბს ადგილობრივ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს — ჭადრაკის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და ყოველდღიურად გვყავს ახალი მსურველები, რომლებიც ერთვებიან სასწავლო პროცესში. ეს აჩვენებს, რომ ჭადრაკი ფოთში პოპულარული და აქტიურად განვითარებადი მიმართულებაა. კლუბი ასევე ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ იძენენ დისციპლინას, კონცენტრაციის უნარს, ჯანსაღ კონკურენციას, და სხვა უამრავ დადებით თვისებებს, რაც მათ პიროვნულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. შედეგად, ფოთის საჭადრაკო კლუბი ადგილობრივ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრია.
ჩვენს კლუბში არაერთი წარმატებული მოჭადრაკეა აღზრდილი, რაც ნათლად აჩვენებს მის მნიშვნელობასა და შედეგებს. მაგალითად: ნინო ანაკიძე, რომელიც იყო მსოფლიოსა (ვერცხლის მედალი) და ევროპის (ბრინჯაოს მედალი) ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორი. დიანა ლომაიამ და აკაკი ყალიჩავამ შეასრულეს საერთაშორისო ოსტატის ნორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი მოჭადრაკისთვის და ჩვენი კლუბისთვისაც დიდი მიღწევაა. ელენე წოწონავა, რომელმაც 13 წლის ასაკში საქართველოს 20 წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატი მოიგო. ელენეს და დიანას ზედიზედ 4 წლის განმავლობაში საქართველოს ქალთა საუკეთესო ათეულში ჰქონდათ ადგილი დამკვიდრებული და იცავდნენ საქართველოს ნაკრების ღირსებას სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე”.
საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის თანამშრომლობა
“საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის სერიოზული შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საქმიანობა და განვავითაროთ კლუბი - გავაძლიეროთ როგორც სასწავლი გარემო, ასევე შევქმნათ ბავშვების განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.
მსგავსი მხარდაჭერა ქმნის უკეთეს პირობებს სწავლებისა და ვარჯიშისთვის, ზრდის ბავშვების მოტივაციას და ეხმარება მათ უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარ განვითარებაში. შედეგად, ბავშვებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, რომ თანდათანობით მიაღწიონ უფრო მაღალ დონეს და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს განათლებასა და ახალგაზრდების განვითარებას, რაც სრულად თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან".
პარტნიორობა, როგორც ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობა
“საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ახალგაზრდებზე აისახება როგორც უკვე კლუბში ჩართული ბავშვებისთვის, ისე მათთვის, ვინც მომავალში დაინტერესდება ჭადრაკით. არსებული მოსწავლეებისთვის ის ნიშნავს უფრო ძლიერ მხარდაჭერას, უკეთეს შესაძლებლობებს განვითარებისთვის და უფრო მოტივირებულ გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ხოლო ახალი ბავშვებისთვის ასეთი პარტნიორობა ქმნის დამატებით ინტერესს და სტიმულს, რომ უფრო მარტივად ჩაერთონ ჭადრაკში და გახდნენ კლუბის ნაწილი. შედეგად, კლუბი უფრო მიმზიდველი და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ხდება ახალგაზრდებისთვის.
პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ტურნირი — ნანა ალექსანდრიას თასი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მონაწილეები და ტურნირი გამოირჩევა მაღალი დონითა და აქტიური ჩართულობით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ამ პროექტში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამასთან, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებით არ შემოიფარგლება — ბანკი ასევე იქნება მხარდამჭერი შიდა საკლუბო ტურნირების, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისების და სხვა აქტივობების, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების რეგულარულ ჩართულობასა და მათ განვითარებას”.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
კომენტარები