Devil Wears Prada 2-ის შემოსავალმა $233 მილიონს გადააჭარბა
ფოტო: Vanity Fai
Devil Wears Prada 2 ბლოკბასტერად იქცა და დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო.
ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებულმა ფილმმა მოლოდინს გადააჭარბა და პირველსავე კვირას ჩრდილოეთ ამერიკის 4 150 კინოთეატრში $77 მილიონი გამოიმუშავა. ეს შედეგი ბევრად აღემატება ორიგინალი ფილმის მაჩვენებელს, რომლის შემოსავალიც 2006 წელს სულ რაღაც $27.5 მილიონი იყო.
Devil Wears Prada 2-მა საერთაშორისო მასშტაბით კიდევ $156.6 მილიონი გამოიმუშავა, რამაც ფილმის გლობალური შემოსავალი პირველსავე კვირას ჯამში $233.6 მილიონამდე აიყვანა. ფილმმა 2026 წლის მსოფლიო პრემიერებს შორის მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან გაასწრო Michael-ს ($217 მილიონი) და მხოლოდ The Super Mario Galaxy Movie ($372.5 მილიონი) ჩამორჩა.
დისნეის 20th Century Studios-მა ფილმის მეორე ნაწილისთვის თანხა არ დაიშურა — ფილმის წარმოება, გლობალური მარკეტინგის ხარჯების გარეშე, დაახლოებით $100 მილიონი დაჯდა. შედარებისთვის, პირველი ნაწილის ბიუჯეტი (ინფლაციის გათვალისწინების გარეშე) დაახლოებით $40 მილიონი იყო. რეჟისორმა დევიდ ფრენკელმა New York Times-ს განუცხადა, რომ მეორე ნაწილის ბიუჯეტი "ძირითადად მსახიობების ჰონორარებზე" დაიხარჯა. როგორც ჩანს, დისნეის 20th Century Studios-ს ინვესტიცია უკვე ამართლებს. მეორე ნაწილი რამდენიმე კვირაში პირველი ფილმის მთლიან შემოსავალსაც კი გადააჭარბებს.
"ძალიან ცოტა კომედიურ დრამას შეუძლია ასეთი შედეგის ერთხელ ჩვენება, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე, კიდევ უფრო წარმატებულ მცდელობაზე", — ამბობს დევიდ ა. გროსი, გამოცემა FranchiseRe-ის ანალიტიკოსი, — "მაყურებელს, რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგება, ეს ისტორია არასდროს ჰბეზრდება".
ფოტო: Luxury London
პირველი ფილმი ეფუძნებოდა ლორენ ვაისბერგერის 2003 წლის რომანს, რომელიც Vogue-ის რედაქტორის, ანა ვინტურის ასისტენტად მუშაობის რეალურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ფილმის მეორე ნაწილში, რომელზეც რეჟისორი დევიდ ფრენკელი და სცენარისტი ალინ ბროშ მაკკენა მუშაობდნენ, მოქმედება ორი ათწლეულის შემდეგ გრძელდება. ენ ჰეთეუეის პერსონაჟი, ენდი საქსი, Runway-ს ჟურნალში ბრუნდება, ამჯერად როგორც რედაქტორი, მირანდა პრისლის ხელმძღვანელობით. კრიტიკოსთა შეფასებები არაერთგვაროვანი იყო, თუმცა მაყურებელი ფილმს გაცილებით თბილად შეხვდა და CinemaScore-ის გამოკითხვებში ფილმმა A შეფასება მიიღო. PostTrak-ის მონაცემებით, პრემიერის კვირას მაყურებელთა თითქმის 75% ქალი იყო.
Devil Wears Prada 2-ის წარმატება დიდწილად განაპირობა ნოსტალგიამ და იმან, რომ 20 წლის შემდეგ თავიანთი საკულტო როლები კვლავ მერილ სტრიპმა, ენ ჰეთეუეიმ, ემილი ბლანტმა და სტენლი ტუჩიმ მოირგეს. პირველი ფილმი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით $326 მილიონი გამოიმუშავა, კომერციულ წარმატებასთან ერთად, სხვადასხვა თაობის საკულტო კულტურულ მოვლენად იქცა. ეს დიდწილად განპირობებულია ისეთი ცნობილი, ხშირად ციტირებადი ფრაზებით, როგორებიცაა "Gird your loins!" და "By all means, move at a glacial pace", ასევე — მირანდას ცნობილი მონოლოგით ცისფერი სვიტრის შესახებ.
ფოტო: BBC
"წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ფილმის გამოსვლის დღიდან ჩემი რეპლიკები ცხოვრების ყოველ კვირას უნდა მომესმინა", — განუცხადა ბლანტმა Variety-ს, როდესაც Devil Wears Prada-ს 10 წელი შეუსრულდა.
რადგან Devil Wears Prada 2 იმ კვირას ერთადერთი დიდი პრემიერა იყო, სიის დანარჩენი ნაწილი ძველმა ფილმებმა დაიკავა.
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
კომენტარები