სომხეთმა და თურქეთმა რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილეს
ფოტო: არმენპრესი
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 აპრილს სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის რკინიგზის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.
"სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, 28 აპრილს ყარსში გაიმართა გიუმრის (სომხეთი) — ყარსის (თურქეთი) რკინიგზის აღდგენისა და ექსპლუატაციის საკითხზე სომხეთ-თურქეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა", — აცხადებს სამინისტრო.
აშშ-ის საელჩომ სომხეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას "ისტორიული პროგრესი" უწოდა "მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ".
"სომხეთსა და თურქეთს შორის ამ საკვანძო სატრანსპორტო კავშირის აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის საფუძველი 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ჩაეყარა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი მასპინძლობდა. სომხეთში აშშ-ის საელჩო მიესალმება სომხეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და სოციალური კავშირების აღდგენისკენ გადადგმულ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს", — განაცხადა ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ.
ანკარასა და ერევანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ; საზღვარი 1993 წლიდან ანკარის ინიციატივით არის ჩაკეტილი. 2022 წლიდან ერევანი და ანკარა სპეციალური წარმომადგენლების დონეზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს საზღვრის გახსნისა და ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა არსებობს.
2025 წლის აგვისტოში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ერევანი იმუშავებს ვაშინგტონთან და გარკვეულ მესამე მხარეებთან სომხეთში TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტის ჩარჩოს შესამუშავებლად. პროექტი მოიცავს გზების, რკინიგზის და ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას. TRIPP პროექტი აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის გავლით 42 კილომეტრიანი გზით დააკავშირებს, შემდეგ კი თურქეთს.
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები