7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
ფოტო: On.ge
მხატვრებსა და მუსიკოსებს ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად — ორივე მათგანის მიზანია, მაყურებელსა თუ მსმენელში ემოციები გააღვივოს და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებით დააინტერესოს. თანაც, ამ მიზნის მისაღწევად მუსიკოსებიც და მხატვრებიც მაქსიმალურად მწირ რესურსებს იყენებენ.
და დევიდ ბოუი, პოლ მაკარტნი, მაილს დევისი და სხვა ხელოვანებიც იმავე პრინციპით მუშაობდნენ (ან მუშაობენ კიდეც). არ აქვს მნიშვნელობა, ისინი პიანინოსთან ისხდნენ თუ მოლბერტთან — ყველა მათგანი ცდილობდა, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მეშვეობით ემოციები აღეძრა იმ ადამიანებში, რომლებიც მათ შემოქმედებას ნუგეშისთვის თუ შთაგონების წყაროს მისაღებად იყენებდნენ.
წარმოგიდგენთ 7 მუსიკოსს, რომელიც შთამბეჭდავად ხატავდა.
1. ბობ დილანი
თითქოს, მხოლოდ ის ფაქტი არ იყო საკმარისი, რომ ბობ დილანი როკმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა. ჩვენდა გასაკვირად, ის წარმატებული მხატვარი და სკულპტორიცაა.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა მუსიკალური კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო და მომდევნო ათწლეულში საზოგადოებაშიც მოიხვეჭა სახელი. ცოტახნის შემდეგ მუსიკოსმა — რომელსაც ნობელის პრემიასთან ერთად პულიცერის პრემია, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი და ოსკარიც კი აქვს მიღებული— გადაწყვიტა, თავისი ბედი ვიზუალურ ხელოვნებაშიც გამოეცადა.
დილანმა პირველად ნახატების გამოფენა მოაწყო 2007 წელს, გერმანიაში, სადაც მუსიკოსის 200 ნახატი იყო წარმოდგენილი. 2019 წელს კი შანხაიში დილანმა ნახატებთან ერთად სკულპტურებიც წარადგინა.
2. დევიდ ბოუი
ბევრი ჩვენგანი დევიდ ბოუის იცნობს როგორც როკვარსკვლავსა და შემსრულებელს, თუმცა იცოდით, რომ მას ფარული ნიჭიც ჰქონდა?
თავდაპირველად, ბოუი ხატვას შემოქმედებითი კრიზისის დასაძლევად მიმართავდა. მისი მხატვრული სტილი, რომელიც გერმანული ნეო-ექსპრესიონიზმითა და ფრენსის ბეკონის შემოქმედებით იყო შთაგონებული, გამოირჩევა პროვოკაციული ვიზუალითა და უხეში ხაზებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოუის საკუთარ ტექნიკურ უნარებში ეჭვი ხშირად ეპარებოდა ხოლმე, მისი ნამუშევრები — დაწყებული ბერლინის პერიოდის პორტრეტებიდან, დამთავრებული სამხრეთაფრიკული სერიით — მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ალბომების ვიზუალურ კონცეფციაში.
მიუხედავად ამისა, ვიზუალური ხელოვნება ბოუისთვის თვითგამოხატვის განუყოფელი, თუმცა დიდხანს გასაიდუმლოებული ნაწილი იყო.
3. პოლ მაკარტნი
პოლ მაკარტნი თითქმის 20 წელია, შემოქმედებით საქმიანობაშია აქტიურად ჩართული. მაკარტნის ნამუშევრები მეტწილად გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ მან 1999 წელს საზოგადოებას შთამბეჭდავი ლითოგრაფიების სერია და წიგნი არ წარუდგინა, სახელწოდებით Paul McCartney Paintings.
ჯონ ლენონისგან განსხვავებით, მაკარტნის სამხატვრო სკოლაში არ უვლია, თუმცა ხატვა და ნახაზების გაკეთება ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო.
მაკარტნი 41 წლის იყო, როდესაც ფერწერა მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა მან იმით ახსნა, რომ საზოგადოებისგან უკუკავშირი აკლდა.
4. სტივი ნიქსი
სტივი ნიქსი საკუთარ თავს მხატვრად არ მოიხსენიებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მან ნამუშევრების შთამბეჭდავი სერია შექმნა. ნიქსის ნახატები, რომლებიც პრერაფაელიტების
სტილს მოგვაგონებს, ერთდროულად ფოლკლორულიცაა და ბიბლიურიც.
ფოტო: Stevie Nicks
"ისინი ანგელოზები არიან", — თქვა მუსიკოსმა თავის ნახატებზე — "მე მხოლოდ ანგელოზებს ვხატავ".
"ხატვა მაშინ დავიწყე, როცა ჩემს საუკეთესო მეგობარს (რობინ სნაიდერ ანდერსონს) ლეიკემია დაუდგინეს. ეს არის ის, რაც მან დამიტოვა. ვიცი, რომ ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან 9 წლის შემდეგ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და ხალხმა, როგორც იქნა, დაიწყო მისი დაფასება. მანამდე, სანამ ის დაავადდებოდა, არასოდეს ვხატავდი", — ამბობს სტივი ნიქსი.
5. მაილს დევისი
ბოუის მსგავსად, ადრეულ ასაკში დაიწყო ჯაზის პიონერის გატაცება ხელოვნების მიმართ. ავტოავარიაში ორივე ფეხის მოტეხის შემდეგ, დევისი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა სცენაზე დაკვრას. გამოჯანმრთელების პერიოდში კი თავს ხატვით ირთობდა.
"ხატვა ჩემთვის თერაპიასავითაა, ის ჩემს გონებას პოზიტიური ფიქრებით ავსებს მაშინ, როცა მუსიკას არ ვუკრავ", — განაცხადა მუსიკოსმა.
დევისის ნამუშევრები ხშირად სიურრეალისტურია. ის იყენებს მკვეთრ ფერებსა და გეომეტრიულ ფიგურებს, რომლებიც მოგვაგონებს კანდინსკის, პიკასოსა და აფრიკული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშებს.
6. პოლ სიმონონი
ცნობილი მუსიკოსი ბავშვობაში ხელოვანების გარემოცვაში იზრდებოდა და კარიერის გაგრძელებაც ამ მიმართულებით გადაწყვიტა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა, რადგან სიმონონი საკულტო პანკ-ჯგუფის, The Clash-ის, ბასისტი გახდა.
თუმცა, ჯგუფის დაშლის შემდეგ, პოლი კვლავ დაუბრუნდა ხელოვნების სამყაროს და საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრა როგორც მხატვარმა და დიზაინერმა. მისი გამოფენები მოიცავს, როგორც ზეთის საღებავებით შესრულებულ ტილოებს, ისე ინსტალაციებსა და სკულპტურებს.
7. მერლინ მენსონი
მერილინ მენსონი უკვე ორი ათწლეულია მოლბერტთან უხმაუროდ, თუმცა ნაყოფიერად მუშაობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში მას შექმნილი აქვს ნამუშევრების დიდი და საკმაოდ შემაშფოთებელი სერია, რომელიც ისეთივე პროვოკაციულია, როგორც მისი სიმღერის ტექსტები.
2002 წელს, სადებიუტო გამოფენის წინ, მენსონმა Rolling Stone-ს განუცხადა: "ალბათ ეგონათ, საკუთარი ფეკალიებით ან რაღაც მსგავსით დავხატავდი".
საბედნიეროდ, გამოფენაში ადამიანის ფეკალიებით დახატული ნამუშევრები არ ყოფილა, თუმცა ისინი მაინც შემაძრწუნებელი და დამთრგუნველია. ერთი მხრივ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მენსონი ჰიერონიმუს ბოსხის გროტესკული სურათებითაც იყო შთაგონებული.
მუსიკოსი აღნიშნავს, რომ არასოდეს ჰქონია მისი ნახატების ჩვენების და, მით უმეტეს, გაყიდვის განზრახვა.
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
კომენტარები