მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება
ფოტო: New York Post
პარიზის ერთი ჩვეულებრივი რესტორნის ვახშმის ფასად, სულ მალე ვიღაც 1 მილიონ დოლარზე მეტად შეფასებული პიკასოს ნამუშევრის მფლობელი გახდება.
გათამაშება, სახელწოდებით "1 პიკასო 100 ევროდ", მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სახლში წაიღონ ხელოვანის 1941 წელს შესრულებული ნახატი — Tête de Femme. ბილეთის ფასი კი, როგორც კამპანიის დასახელება მიგვანიშნებს, არის €100 (დაახლოებით $116).
ფოტო: EuroNews
14 აპრილს დაგეგმილი გათამაშებისთვის სულ 120 ათასი ბილეთია ხელმისაწვდომი. შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს, რომელიც ამ დაავადების კლინიკურ კვლევებს მთელი ევროპის მასშტაბით უჭერს მხარ
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კამპანია უკვე მესამედ ტარდება. გათამაშება "1 პიკასო 100 ევროდ" პირველად 2013 წელს გაიმართა და შემოსული თანხა სამხრეთ ლიბანის ისტორიული ქალაქის, ტვიროსის, შენარჩუნებას მოხმარდა. 2020 წლის კამპანიამ კი, Covid-19-ის პანდემიის პერიოდში სუფთა წყლისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის პროგრამები დააფინანსა.
2020 წელს გაყიდული ნახატი
რაც შეეხება ნახატს, ოლივიე უიდმაიერ-პიკასომ — ესპანელი მხატვრის შვილიშვილმა — აღნიშნა, რომ პიკასომ ეს კონკრეტული ნახატი შექმნა იმავე სახელოსნოში, რომელშიც გერნიკა დახატა. ოლივიეს თქმით, Tête de Femme იმაზე ნაკლებადაა შეფასებული, ვიდრე რეალურად ღირს.
"ნამუშევარი მილიონ დოლარზე გაცილებით მეტი ღირს, ასე რომ, ეს მართლაც დიდი პრიზი იქნება", — აღნიშნა პიკასოს შვილიშვილმა.
ფოტო: The Guardian
აღსანიშნავია, რომ მანამდე პიკასოს ნამუშევრები აუქციონებზე კკოლოსალურ თანხად გაყიდულა. მაგალითად, Les Femmes d’Alger (ვერსია O) 2015 წელს $179 მილიონად გაიყიდა.
Tête de Femme
ოლივიეს მიაჩნია, რომ მისი ბაბუა აუცილებლად დაუჭერდა მხარს მსგავს ინიციატივებს.. "ბაბუაჩემი ბევრი მიმართულებით ნოვატორი იყო. ვფიქრობ, დღეს ის ვიდეოტექნოლოგიებით ან ხელოვნური ინტელექტით იქნებოდა დაინტერესებული", — თქვა მან.
ფოტო: Pablo Picasso Estate
რაც შეეხება Tête de Femme-ს, მისი სიმაღლე დაახლოებით 38 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე — 25. ნახატზე ვხედავთ ნაცრისფერ ტონებში შესრულებული ქალის პორტრეტს, რომლის სახე დეფორმირებულია (ცხადია, პიკასოს კუბისტურ სტილში).
გათამაშების გამარჯვებული ნახატის მომავალს თავად განსაზღვრავს. პირველი კონკურსის გამარჯვებულმა ნახატის მუზეუმში გამოფენა გადაწყვიტა. თუმცა, ოლივიეს თქმით, მფლობელს ამაში სრული თავისუფლება აქვს. "მათ შეუძლიათ ის მისაღებ ოთახში დაიკიდონ, გამოფენაზე გაიტანონ ან სულაც, გაყიდონ", — აღნიშნა ოლივიემ.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები