საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროტექნო ბიზნესის განვითარებას აგრძელებს და ქართულ ბაზარზე ტრაქტორების ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა. კომპანიის მიზანია, ქართველ ფერმერებს მათ საჭიროებებზე მორგებული, მძლავრი, სანდო და კომფორტული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
ახალი ბრენდი Weitai ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც ტრაქტორების წარმოებაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციის ექსპორტს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და შუა აზიაში ახორციელებს.
აგროტექნო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია საქართველოში ყველაზე გაყიდვადი ტრაქტორების ბრენდებს - YTO-ს, Solis-სა და ახლა უკვე Weitai-ს წარმოადგენს.
“ბრენდის შერჩევას წინ უძღოდა ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების დეტალური კვლევა და ანალიზი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნიკა ქართული აგრო სექტორის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე ფასისა და სერვისის მხრივ. სწორედ ამ კრიტერიუმებს პასუხობს Weitai. კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენით ახალი კონფიგურაცია, რათა მომხმარებლებს არ მოუწიოთ ხარისხსა და ფასს შორის კომპრომისის გაკეთება. ის ქართველ ფერმერებს ეფექტიან, სანდო და პრაქტიკულ გადაწყვეტას სთავაზობს. გვიხარია, რომ ბაზრის უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია და ინტერესი მაღალია. სამომავლოდ საქართველოში რეგიონული ქსელის განვითარებას, პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და მომხმარებლებისთვის ახალი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაპირებთ. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სანდო პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, მათ შორის გავხდით Solis-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ბაზარზე ინოვაციური ბრენდი - ID David შემოვიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ, ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერების მიმართულებით, კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ”. — განაცხადა მანუჩარ ჩიტაიშვილმა, აგროტექნოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. აგროტექნოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული. Weitai-ის შემოსვლა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკაზე უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა. კომპანია სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას და წარმომადგენლობების გახსნას სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“. — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
კომენტარები