სახელის დარქმევის ძალა: როგორ მართავს "ზუსტი სიტყვა" ჩვენს ნერვულ სისტემას
ხშირად, როცა საკუთარ ემოციურ ან ფიზიკურ მდგომარეობას ვაფასებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მდგომარეობა ნეგატიურია, მარტივი აღწერებით შემოვიფარგლებით ხოლმე: "ცუდად ვარ","კარგად არ ვარ", "ნერვები მაქვს მოშლილი" და ა.შ. არადა, ამ მდგომარეობასთან გამკლავება სწორედ მისი დეტალური გაანალიზებით და აღწერით იწყება.
მარტივად რომ ვთქვათ, ტვინს, იმისთვის, რომ პრობლემას გაუმკლავდეს, ზუსტი ინსტრუქცია სჭირდება. შენი პასუხი კითხვაზე — "რა გჭირს?", თუ უბრალოდ იმის თქმაა, რომ თავს ცუდად გრძნობ, ტვინი ვერ ხვდება, რა ზომები მიიღოს. ცუდად ყოფნა ხომ ყველაფერს შეიძლება ნიშნავდეს: უბრალო დაღლილობიდან დაწყებული, ეგზისტენციალური კრიზისით დასრულებული.
ფოტო: EVAN M. COHEN/Pinterest
შენი განცდების ზედაპირული და ზოგადი შეფასება გაიძულებს, ერთი და იმავე რეაქციით უპასუხო სრულიად განსხვავებულ სტრესორებს. შედეგად კი, გამოსავალს ვერ პოულობ, რადგან არ იცი, კონკრეტულად რა გაწუხებს.
სახელის დარქმევა კი ამიგდალას — ტვინის "განგაშის ცენტრის" აქტივობას ამცირებს. როდესაც ემოციას ზუსტ სახელს არქმევ, ნერვულ სისტემას ნიშანს აძლევ, რომ სიტუაცია შენი კონტროლის ქვეშაა. ამ უნარს ფსიქოლოგიაში ემოციურ დიფერენციაციას უწოდებენ.
წარმოიდგინე განსხვავება დაბალი და მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას შორის: პირველ შემთხვევაში მხოლოდ ფერად ლაქებს ხედავ, მეორეში კი — მკაფიო დეტალებს. ემოციური დიფერენციაციაც ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს და ტვინი რეაქტიული რეჟიმიდან (შიში და ბრაზი) ანალიტიკურ რეჟიმში გადადის:
- თუ შენს მდგომარეობას არქმევ "ბრაზს", ორგანიზმი თავდასხმისთვის ან თავდაცვისთვის ემზადება.
- თუ იმავე განცდას "გაურკვევლობას" დაარქმევ, ტვინი, კონფლიქტის ნაცვლად, ინფორმაციის ძიებას დაიწყებს.
ფოტო: Pinterest
ბუნდოვან განცდასთან გამკლავება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს წერტილი, რომლისკენაც ძალისხმევას მიმართავ. ზუსტი სიტყვის პოვნა კი პრობლემას მართვად ობიექტად აქცევს.
შემდეგ ჯერზე, როცა საკუთარი ემოციური მდგომარეობის შეფასება დაგჭირდება, პირველივე სიტყვას ნუ დასჯერდები. ემოციური დიფერენციაცია არა მხოლოდ სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარება, არამედ ურთიერთობებსაც გაგიუმჯობესებს: რაც უფრო ზუსტი ხარ საკუთარ თავთან, მით უფრო მარტივად და სწორად ხედავ სხვების განცდებსაც. შესაბამისად, კონფლიქტების რისკიც მცირდება.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები