TI: ჟურნალისტებს სრული უფლება ჰქონდათ ციანიდის საქმის შესახებ მასალა გაესაჯაროებინათ
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ მიუხედავად დახურული სხდომისა, ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება ციანიდის საქმის შესახებ მოპოვებული მასალა გაესაჯაროვებინათ.
TI-ს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ასევე ვალდებული იყოს მოწმე, გათქვას ინფორმაციის წყარო და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ზღუდავს მედიის ლეგიტიმურ საქმიანობას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართავს საქართველოს პროკურატურას იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად და არ დაიბაროს ჟურნალისტები დაკითხვაზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმის თაობაზე ჩანაწერების გავრცელების ან წყაროს გაუთქმელობის გამო, მედიის წარმომადგენელთა არათუ პასუხისგებაში მიცემა, არამედ შესაძლო დაკითხვაზე დაბარებაც კი, სამომავლოდ ნეგატიურად იმოქმედებს მედიის მიერ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქებაზე.
ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების გამო ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი პირველმა საპროკურორო საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ დააყენა, რომელიც ამ საქმეში მოწმეა და გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებშიც ფიგურირებს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც ასევე ნახსენებია ჩანაწერში, მედიის მიერ დახურული სხდომის დამატებითი მასალების გამოქვეყნებას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და ჟურნალისტების ქმედებას კანონდარღვევა უწოდა.
საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება მედიის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერის შესახებ, რომელშიც უარყო საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ჩანაწერში მოხსენიებული პირების მხრიდან რაიმე კანონდარღვევა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს არაობიექტურობასა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევაში დასდო ბრალი.
TI-ს განცხადებით, ციანიდის საქმის მიმართ, რომლის სასამართლო სხდომის დახურვამ კრიტიკა დაიმსახურა, მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობს, მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს კი გარკვეული წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ დისკუსიაში.
აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული პირები საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მონაწილეობდნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი სიის შედგენის მონაწილეებად პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილსა და საპროკურორო საბჭოს წევრ ირმა ჭკადუას ასახელებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები