მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით
ფოტო: Lionsgate, Saber
Saber Interactive-ისა და Lionsgate-ის მიერ მზადდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი კიანუ რივზი საკუთარ პერსონაჟს გაახმოვანებს. ეს იქნება ერთმოთამაშიანი, მესამე პირის ხედვის მქონე თამაში.
თამაში აღწერილია როგორც AAA კატეგორიის (უმაღლესი კლასის, დიდი ბიუჯეტის მქონე) პროდუქტი, რომელიც "ზრდასრული აუდიტორიისთვისაა გათვლილი". ამჟამად ის მუშავდება PlayStation 5-ის, Xbox Series X-ისა და PC-სთვის. პროექტში ჩართულნი არიან ჯონ ვიკის ფილმების რეჟისორი ჩად სტაჰელსკი და თავად კიანუ რივზიც.
ჯონ ვიკის თამაში გააერთიანებს გმირის "გამორჩეულ, ადრენალინით სავსე საბრძოლო სტილს" და Saber-ის გამოცდილებას დინამიური და დამაინტრიგებელი სათამაშო გამოცდილებების შექმნაში.
კადრი თრეილერიდან
ფოტო: Lionsgate, Saber
თამაშში წარმოდგენილი იქნება ორიგინალური სიუჟეტი, რომელიც ჯონ ვიკის ქრონოლოგიაში Impossible Task-ამდე წლებით ადრე ვითარდება. ის გააფართოებს ფრენჩაიზის სამყაროს და მოიცავს როგორც გულშემატკივრებისთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟებს, ისე ახალ გმირებს, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.
"მოუთმენლად ველოდები, როდის შეძლებენ გულშემატკივრები ჯონ ვიკის როლში შესვლას და The High Table-ის მრავალგანზომილებიანი სამყაროს შესწავლას", — თქვა Lionsgate-ის გლობალური პროდუქტებისა და გამოცდილებების პრეზიდენტმა ჯენეფერ ბრაუნმა — "ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Saber-ის გუნდთან, რათა შევქმნათ თამაში, რომელიც სრულად ასახავს ფილმების შეუდარებელ მოქმედებას, უნიკალურ ქორეოგრაფიას, მდიდარ სამყაროსა და ავთენტურობას".
"ჯონ ვიკი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია. Saber-ისთვის დიდი პატივია ჩადთან, კიანუსთან და Lionsgate-ის გუნდთან თანამშრომლობა, რათა ეს სამყარო მაღალი ხარისხის თამაშის ფორმატში გავაცოცხლოთ", — აღნიშნა Saber Interactive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ კარჩმა.
ნახეთ თამაშის თრეილერი:
ჯონ ვიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ფრენჩაიზია, რომელშიც მთავარ როლს კიანუ რივზი ასრულებს. ფილმების სერია 2014 წელს დაიწყო და დღემდე გამოსულია 4 ფილმი, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბით მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანეს და დიდი ფან-ბაზა შექმნეს. ფრენჩაიზი ცნობილია თავისი გამორჩეული ვიზუალური სტილითა და ქორეოგრაფიული ბრძოლებით.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები