რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა შვიდი სამეფოს რაინდი
ვინ ვინ არის და რატომ არის ეს სერიალი მნიშვნელოვანი GOT-ის სამყაროსთვის?
ფოტო: HBO
HBO-ს ახალი სერიალი შვიდი სამეფოს რაინდი გვაბრუნებს ვესტეროსის იმ ეპოქაში, რომელიც Game of Thrones-ის მოვლენებამდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე ვითარდება, ხოლო House of the Dragon-დან დაახლოებით 70 წელია გასული.
ეს არის დრო, როცა:
- ტარგარიენები ჯერ კიდევ რკინის ტახტზე სხედან;
- დრაკონები უკვე წარსულია;
- დიდი სამოქალაქო ომი არ მიმდინარეობს, მაგრამ დინასტიური დაძაბულობა აშკარად იგრძნობა;
სერიალი შეგნებულად შორდება "დიდ პოლიტიკას" და მაყურებელს მოვლენებს ქვედა ფენიდან აჩვენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პერსონაჟებს დიდი ისტორიული მნიშვნელობა არ ექნებათ.
გაფრთხილება: მასალა ეფუძნება შვიდი სამეფოს რაინდის პირველ ორ სერიას და შეიცავს მცირე სპოილერებს.
დექსტერ სოლ ენსელი (მარცხნივ) ეგის როლში და პიტერ კლაფი დანკის როლში სერიალში შვიდი სამეფოს რაინდი
ფოტო: სტეფან ჰილი / HBO
ტარგარიენები — ძალაუფლების ცენტრი, რომელიც GOT-მდე მივყავართ
პირველ ორ სერიაში აშკარად ჩანს, რომ ტარგარიენები კვლავ ვესტეროსის მმართველი დინასტიაა. ისინი არ არიან დრაკონებზე ამხედრებული ღმერთები, როგორც დრაკონის სახლში, მაგრამ არც დაცემული ოჯახია, როგორც სატახტოთა თამაშში.
სერიალში წარმოდგენილი ტარგარიენები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი ქმნიან იმ გენეალოგიურ და პოლიტიკურ ფონს, საიდანაც მოგვიანებით დაიბადება: "შეშლილი მეფე", ტარგარიენთა საბოლოო დაცემა და ბოლოს, დეინერისის ეპოქა.
ამ ეტაპზე სერიალი გვიჩვენებს ტარგარიენებს, როგორც ძალაუფლების მქონე, მაგრამ უკვე შიდა კონფლიქტებით სავსე ოჯახს, სადაც ღირსება, სამხედრო ძალა და მემკვიდრეობა ერთმანეთთან მუდმივ დაძაბულობაშია. ეს არის ის თაობა, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა, როგორი გახდება ტარგარიენთა სახელი მომავალში: პატივსაცემი თუ საშიში. სერიალში წარმოდგენილი ტარგარიენები პირდაპირ კავშირში არიან იმ მეფეებთან და პრინცებთან, რომელთა სახელებიც სატახტოთა თამაშში ხშირად გვესმის ისტორიულ კონტექსტში.
ბარათეონები — ძალა, რომელიც ჯერ ჩრდილშია
სერიალში ბარათეონები ჯერ კიდევ არ არიან სამეფო ძალაუფლების ცენტრში. ისინი, მართავენ Storm's End-ს, ფლობენ ძლიერ სამხედრო ავტორიტეტს და არიან ერთგული, მაგრამ ამაყი საგვარეულო. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სატახტოთა თამაშში სწორედ ბარათეონები გახდებიან ის ოჯახი, რომელიც ტარგარიენების წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგება სათავეში. ამ სერიალში კი ჩვენ ვხედავთ მათ: სანამ ისინი ტახტზე იფიქრებდნენ და სანამ ისტორია მათ ამბიციას რეალურ შანსს მისცემდა. ირონიულია, რომ ამ სერიალში ბარათეონები ჯერ ლორდები არიან, ტარგარიენები კი მეფეები, ჩვენ კი ვიცით როგორ დასრულდება ეს ბალანსი მომავალში.
პერსონაჟები, რომლებიც პირველ ორ სერიაში გამოჩნდნენ:
სერ დანკან მაღალი
სერ დანკან მაღალი
ფოტო: HBO
შეიძლება ვესტეროსის ისტორიულ კონტექსტში სერ დანკან მაღალის სახელი ბუნდოვნად გეცნოთ, თუმცა შვიდი სამეფოს რაინდში მას პირველად ვხვდებით, როცა ის ჯერ კიდევ მოუხერხებელი, გამხდარი ბიჭია და ბავშვობის ზედმეტსახელით, დანკით, არის ცნობილი.
დანკი სერ დანკანი მას შემდეგ გახდა, რაც რაინდად აკურთხა სერ არლანმა, კაცმა, რომელთან ერთადაც წლები იმოგზაურა, და რომლის შესახებაც ვესტეროსში ძალიან ცოტას სმენია. რადგან კურთხევის მომენტს არავინ შესწრებია, დანკანს უჭირს, სხვებმა სერიოზულად მიიღონ.
ეგი
ეგი
ფოტო: HBO
ეს მომხიბვლელი, პატარა, მელოტი ბიჭი, დანკანს ჭკუიდან შლის, თუმცა ამავდროულად მისი ერთადერთი მეგობარიცაა. ტურნირისკენ გზაზე დანკანი ბავშვს პირველად ტავერნაში ხვდება. ეგი მაშინვე ავლენს ჯიუტ ხასიათს, და როცა მის თხოვნას (საჭურთმტვირთველად აიყვანოს) დანკანი უარით პასუხობს, ეგი მას მაინც აედევნება და ფაქტობრივად თავად ინიშნავს საკუთარ თავს ამ "თანამდებობაზე", ანთებს კოცონს და უმზადებს სადილს. სწორედ ეგი ურჩევს დანკანს, თავი სერ დანკანად წარადგინოს, რათა მეტი პატივისცემა დაიმსახუროს. ეს უცნაური წყვილია, თუმცა ერთმანეთისთვის სასარგებლონი არიან.
ამ ეტაპზე ეგი უბრალოდ ჭკვიანი და ჯიუტი ბიჭივით ჩანს, თუმცა სერიალი ნელა მიანიშნებს, რომ მისი როლი ამ ისტორიაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე თავიდან შეიძლება მოგვეჩვენოს.
პრინცი ბეილორ ტარგარიენი
ბეილორ ტარგარიანი
ფოტო: HBO
ბეილორ ტარგარიენი არის მოქმედი მეფის, დაერონ II ტარგარიენის უფროსი ვაჟი და რკინის ტახტის ოფიციალური მემკვიდრე. აღსანიშნავია, ბეილორ ტარგარიენი არის დრაკონის სახლში ჩვენთვის კარგად ცნობილი რეინირა ტარგარიენის შვილთაშვილი. სერიალში ის წარმოდგენილია როგორც გავლენიანი, ავტორიტეტული და ზომიერი ფიგურა, ტიპი, რომელიც ტარგარიენთა ძალაუფლებას სტაბილურობისა და წესრიგის სახით განასახიერებს. სწორედ მისი თაობა ქმნის იმ პოლიტიკურ ჩარჩოს, რომელშიც მოგვიანებით ჩამოყალიბდება ის დინასტიური დაძაბულობა, რომელიც სამფო კარის თამაშებში ფატალურ შედეგებამდე მივა.
პრინცი მეიკარ ტარგარიენი
მეიკარ ტარგარიანი
ფოტო: HBO
მეიკარ ტარგარიენი ბეილორის უმცროსი ძმაა და მეფე დაერონ II-ის ერთ-ერთი ვაჟი. ის მკაცრი, სამხედრო ხასიათის პრინცად ჩანს, ნაკლებად დიპლომატიური და უფრო ძალაზე ორიენტირებული. სერიალში მისი გამოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან იგი წარმოადგენს იმ ტიპის ტარგარიანს, რომლის მმართველობაც მომავალში უფრო მძიმე და კონფლიქტურ ეპოქას დაუკავშირდება. სწორედ მისი ხაზიდან განვითარდება ტარგარიენთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
პრინცი აერიონ ტარგარიენი
აერიონ ტარგარიანი
ფოტო: HBO
აერიონ ტარგარიენი არის მეიკარის ვაჟი და ტარგარიენთა ოჯახის ყველაზე არასტაბილური ფიგურა პირველ ორ სერიაში. მისი ქცევა და დამოკიდებულება ძალაუფლების მიმართ უკვე აჩენს იმ შიდა ბზარებს, რომლებიც მოგვიანებით ტარგარიენთა სახელთან ასოცირდება. სერიალი ამ ეტაპზე არ ხსნის მის მომავალს, მაგრამ მკაფიოდ აჩვენებს, რომ იგი წარმოადგენს დინასტიის იმ მხარეს, რომელიც პრობლემების წყაროდ შეიძლება იქცეს.
ლიონელ ბარათეონი
ლიონელ ბარათეონი
ფოტო: HBO
პირველ ორ სერიაში გამოჩენილი ბარათეონი არის ლიონელ ბარათეონი, რობერტ ბარათეონის (სტანისის, რენლის) წინაპარი, Storm's End-ის ლორდი და ბარათეონების საგვარეულოს მეთაური ამ პერიოდში. ის ძლიერი, ქარიზმატული და ხმაურიანი ფიგურაა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სამეფო ძალაუფლების ცენტრში, თუმცა უკვე ფლობს მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ გავლენას. სატახტოთა თამაშის კონტექსტში ლიონელ ბარათეონი აღიქმება როგორც იმ საგვარეულოს წინაპარი, რომელიც მომავალში ტარგარიენთა მმართველობას დაამხობს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
შვიდი სამეფოს რაინდი HBO-ზე გადის და ამ დროისთვის უკვე გამოსულია სერიალის პირველი ორი ეპიზოდი. სერიალმა კრიტიკოსებისა და მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო, განსაკუთრებით პერსონაჟებზე ორიენტირებული თხრობის, მშვიდი ტემპისა და სამეფო კარის თამაშების სამყაროს უფრო ადამიანური ხედვის გამო
ასევე ნახეთ: "შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები