ზოი სალდანა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა
ფოტო: Michael Buckner/Variety
ოსკაროსანი მსახიობი ზოი სალდანა ოფიციალურად გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი. რეკორდი მას ჯეიმს კამერონის ახალი ფილმში Avatar: Fire and Ash მონაწილეობამ მოუტანა. საერთო ჯამში, ზოი სალდანას მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 15.47 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგროვა.
სალდანა თამაშობს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან სამივე ფილმში:
- Avatar
- Avengers: Endgame
- Avatar: The Way of Water
ის ასევე პირველი მსახიობია, რომელმაც იმ ოთხ ფილმში ითამაშა, რომლებისგანაც თითოეულმა $2 მილიარდზე მეტი მოაგროვა (მათ შორის, Avengers: Infinity War). 2024 წლის მონაცემებით, სკარლეტ იოჰანსონისა და სემუელ ლ. ჯექსონის შემდეგ, მესამე ადგილზე იყო, თუმცა Fire and Ash-მა ყველაფერი შეცვალა.
Avatar-ისა და მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში გამორას როლის შესრულების გარდა (მან ითამაშა Guardians of the Galaxy-ს სამივე ფილმში), სალდანამ ასევე განასახიერა ნიოტა უჰურა Star Trek-ის ტრილოგიაში, რომელმაც საერთო ჯამში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
მსახიობმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყველას მადლობას უხდის.
"მინდა გულწრფელად გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება ამ საოცარი გზისთვის, რომელმაც დღეს ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გამხადა", — თქვა მან — "ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა იმ დაუჯერებელი ფრენჩაიზებისა და კოლაბორაციების წყალობით, რომელთა ნაწილიც, გამიმართლა რომ ვყოფილიყავი".
2025 წელი სალდანასთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა: მარტში მან მოიგო ოსკარი ფილმში Emilia Pérez შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის და გახდა პირველი დომინიკელ-ამერიკელი, რომელმაც აკადემიის ჯილდო მიიღო. ჟაკ ოდიარის თამამმა მუსიკალურმა ფილმმა სალდანას ჯილდოები მოუტანა კანის კინოფესტივალზე, სადაც ფილმის პრემიერა შედგა, და ასევე დაჯილდოების სეზონზე სრული ტრიუმფი განიცადა — მათ შორის SAG-ის, BAFTA-ს, Golden Globe-ისა და Critics Choice-ის ჯილდოები.
"ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა", — უთხრა სალდანამ Variety-ს ცოტა ხნის წინ "ოსკარის მფლობელის" სტატუსზე საუბრისას — "ჩემი ქმარი ძალიან ხუმარაა. მას აქვს ასეთი ხუმრობა: 'ზოი, ახლა ვეღარაფერს გააკეთებ ისე, რომ არ წარგადგინონ როგორც "ოსკარის მფლობელი". ბანკსაც ვერ გაძარცვავ, სათაური იქნება: "ოსკარის მფლობელი…"
სალდანა, სავარაუდოდ, დაბრუნდება Avatar 4-შიც, რომლის გამოსვლაც 2029 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, და Avatar 5-შიც, რომელიც 2031 წლის დეკემბერში უნდა გამოვიდეს, ასე რომ, მისი სალარო შემოსავლები, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
ასევე ნახეთ:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები