უსაფრთხო მშენებლობა — რა უნდა ვიცოდეთ სამშენებლო მასალების შეძენისას
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მშენებლობაში გამოყენებული თბოიზოლაცია, არმატურა, მინა, კაბელი თუ სახურავის გადასახურად განკუთვნილი მასალა — პირდაპირ კავშირშია შენობის გამძლეობა-უსაფრთხოებასა და ადამიანების ჯანმრთელობასთან.
რეგულაციებთან შეუსაბამო, არასერტიფიცირებულმა ან არასწორად ნიშანდებულმა სამშენებლო მასალამ შესაძლოა, გამოიწვიოს შენობის კონსტრუქციული დაზიანება, ხანძრის სწრაფი გავრცელება, ტენის ან ობის წარმოქმნა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგია და ჯანმრთელობის ზიანის მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ სამშენებლო მასალის შეძენისას ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენება და პროფესიონალ, გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობა.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორში დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება ხშირად რთულია, ევროკავშირის Safety Gate (RAPEX) სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ნათლად აჩვენებს, რომ ბაზარზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ისეთი არასასურსათო პროდუქტი, რომელიც სერიოზული რისკის შემცველია მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.
იგივე ტენდენცია დასტურდება დანიური ორგანიზაცია Tænk Chemicals-ის კვლევითაც, რომლის მიხედვითაც ონლაინ პლატფორმებიდან (Amazon, Shein, Temu და სხვ.) შეძენილ ყოველ მეხუთე პლასტიკურ სათამაშოში გამოვლინდა ევროპაში აკრძალული მავნე ფტალატები (DEHP, DBP, DIBP). ასეთი ნივთიერებები პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და დაკავშირებულია ენდოკრინულ და რეპროდუქციულ დაავადებებთან. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არასასურსათო პროდუქტის უსაფრთხოების მნიშვნელობას.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის, მათ შორის სამშენებლო მასალების, შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.
სამშენებლო მასალებში დამალული საფრთხეები
როდესაც სამშენებლო მასალების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ასეთ მასალებში დამალული ჩუმი საფრთხეები, კერძოდ: ზოგიერთი სამშენებლო მასალა გამოყოფს ისეთ მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა აქროლადი ორგანული ნაერთები (VOC) ან ფორმალდეჰიდი, ხოლო რანდენიმე ათეული წლის წინ აშენებული შენობა-ნაგებობები შეიძლება შეიცავდეს აზბესტსა და ტყვიას.
გარდა ამისა, სარემონტო სამუშაოებმა შეიძლება გამოიწვიოს საფრთხის შემცველი მტვრის წარმოქმნა, განსაკუთრებით ბეტონისა და აგურის ჭრის დროს. ამასთან, უხარისხო მასალების გამოყენებამ შეიძლება დაასუსტოს შენობა ან გაზარდოს ხანძრის რისკი. ყოველივე ზემოაღნიშნული ჯანმრთელობის დაზიანებასა და უსაფრთხოებასთანაა კავშირში.
მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლებმა შეამოწმონ ეტიკეტები და მოითხოვონ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლები (დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ქიმიური ნივთიერებების ან პროდუქტის შესახებ). ეს ხელს უწყობს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და პროდუქტის შესაბამისად გამოყენებას უზრუნველყოფს.
როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური სამშენებლო მასალები
- შეამოწმეთ ეტიკეტები და უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (SDS): მოძებნეთ გაფრთხილებები ფორმალდეჰიდის, აზბესტის, ტყვიის ან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) შესახებ.
- ძლიერი სუნი: ახალი საღებავიდან ან წებოდან მომდინარე ტოქსიკური სუნი შეიძლება მიუთითებდეს მავნე ემისიებზე.
- არ დაგავიწყდეთ, რომ ძველ შენობებში ტყვიის შემცველი საღებავი და აზბესტის იზოლაცია გავრცელებული საფრთხეა.
- მტვერი ან ფშვნადი მასალები: დამუშავების პროცესმა ან დაზიანებულმა ზედაპირებმა შეიძლება გამოყოს ტოქსიკური ნაწილაკები.
- მიმართეთ მომწოდებლებს: მოითხოვეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლები ქიმიური რისკებისა და უსაფრთხო დამუშავების დასადასტურებლად.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სამშენებლო მასალის შეძენისას
სამშენებლო მასალაზე ან მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- სამშენებლო მასალის ტიპი, სერია, პარტია და მოდელის ნომერი;
- მწარმოებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- გამოყენებული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია;
- ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება ინსტრუქციასა და გამაფრთხილებელ მითითებებს დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
- ნიშნად იმისა, რომ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ევროკავშირში ან ევროკავშირის ბაზრისთვის, ეტიკეტზე დაიტანება CE მარკირება. თუმცა იგი ცალსახად უსაფრთხოებისა და შესაბამისობის გარანტი არ არის და აი რატომ:
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სურათზე ნაჩვენებია როგორ გავარჩიოთ ნამდვილი CE მარკირება ყალბისგან
სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მომხმარებლის უფლებების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოში
ევროკავშირის სამშენებლო პროდუქტების შესახებ რეგულაცია სამშენებლო მასალებისთვის შვიდ აუცილებელ მოთხოვნას ადგენს: მექანიკური სიმტკიცე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება, ჰიგიენა და ჯანმრთელობა, მომხმარებლის უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა, ხმაურისგან დაცვა, ენერგოეფექტურობა და რესურსების მდგრადი გამოყენება.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველომ 2018 წელს დაამტკიცა ტექნიკური რეგულაცია, რომელიც თავდაპირველად ოთხ პროდუქტს მოიცავდა (ცემენტი, არმატურა, კაბელები და პლასტმასის მილები). 2025 წლისთვის აღნიშნული სია 105 პროდუქტამდე გაფართოვდა, მათ შორის გაერთიანდა იზოლაცია, გადახურვა, ქვისა და იატაკის საფარი, მინა, ხის პანელები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და გათბობის მოწყობილობები. სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ტექნიკური რეგულაცია განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა ოპერატორის ვალდებულებებს, მათ შორის ეტიკეტირებას და შესრულების შემოწმებას. მწარმოებლებმა უნდა დაიცვან პროდუქტის სტანდარტები, ჩაატარონ ინსპექტირება და ტესტები და მოამზადონ ტექნიკური დოკუმენტაცია წარმოების დეტალების დართვით, ტესტირების შედეგებით, კლასიფიკაციითა და შესრულების დეკლარაციით (DoP).
დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თუ რა ტიპის შეფასების სისტემაა გამოყენებული, გამოყენებული სტანდარტის, პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენების და მისი შესრულების მახასიათებლების შესახებ. დეტალური ინფორმაცია და შესრულების დეკლარაციის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სად უნდა მოვძებნოთ ინფორმაცია საფრთხის შემცველი სამშენებლო მასალების შესახებ
ევროკავშირში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები უზრუნველყოფს, რომ საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტები არ განთავსდეს ბაზარზე. თუ რისკი დადასტურდება, მათ უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია ერთიან RAPEX Safety Gate მონაცემთა ბაზაში.
ანალოგიურად, საქართველოში, სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებას ახორციელებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. სააგენტომ ასევე უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე იდენტიფიცირებული საშიში სამშენებლო მასალების შესახებ.
ვის მივმართოთ საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში
საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში ან შეძენილი პროდუქტით დაზიანების შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართოთ სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. თქვენი განცხადება, მიწოდებული ინფორმაციისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, შესაძლოა გახდეს რეაქტიული ზედამხედველობის საფუძველი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ბაზარზე საფრთხის შემცველი პროდუქტების აღმოჩენასა და შემცირებას.
- საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ განცხადების ფორმა შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე.
- განცხადების შევსების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ — QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთეს მომსახურებას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები