ნაჩო სანჩეს ამორი: BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ
ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორიმ დღეს სტრასბურგში განაცხადა, რომ BBC-ის გამოძიებასა და საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ხვალ ევროპარლამენტში გეგმავენ საუბარს.
მისი თქმით, სანქციები ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედების შეცვლაში დაეხმარებათ.
"ამ საკითხზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ. ეს არის BBC, ეს არ არის რიგითი ტელევიზია რომელიც აქტივიზმს ეწევა, ის ძალიან ცნობილი მედიასაშუალებაა, რომელმაც ჩაატარა საკმაოდ ღრმა გამოძიება. აშკარაა, რომ ყველაფერი მიუთითებს კამიტის გამოყენებაზე. ყალბი გამოძიება ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან არ არის რეალური გამოძიება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, მათ ეს გამოიყენეს. რადგან თუ ეს ასე არ არის, ძალიან მარტივია, აწარმოონ რეალური გამოძიება სამედიცინო დაკვირვებებით იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშავდნენ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ გამოძიება ასე აწარმოონ, არ გამოჰკითხონ და შეისწავლონ დაშავებულები, მაშინ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს ნივთიერება რეალურად გამოიყენეს და ეს არის კიდევ ერთი დონე რეპრესიებისა, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ ადამიანების დაკავებას სულელური ბრალდებებით და გზის გადაკეტვის გამო, ეს არის წმინდა აგრესია და ეს სრულიად ცდება ნებისმიერ კანონს.
ეს არის მკაფიო დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიოს სასამართლომ, თუ რეალური სასამართლო საერთოდ არის დარჩენილი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ჩვენ ვხედავთ არაავტორიზებული იარაღის გამოყენებას, ასე მოხდა სერბეთშიც სადაც აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს. ახლა კი ეს მოხდა საქართველოში. როცა მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყოს, ავტოკრატი ლიდერები იკრიბებიან, როგორც ჩანს ისინი ასეთ საზიზღარ რაღაცებს უზიარებენ ერთმანეთს და თქვენი ქვეყნის პრემიერის დასწრება, თითქმის ყველა ავტორიტარ მმართველთან. ჩვენ გვინდა სანქციები. სანქციები დაგვეხმარება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედების შეცვლაში. დებატების დროს ევროკომისარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენ გვინდა სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლახავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და მათ რეპრესიებს უწყობს", — ამბობს ევროპარლამენტარი "ტვ პირველთან" საუბრისას (თარგმანი "ტვ პირველი").
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები