სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები — მითები და რეალობა
ფოტო: სმარტფარმი
სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა (სგგდ) შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეუქმნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა სქესის, ასაკისა და პარტნიორების რაოდენობის მიუხედავად. ინფექციების ნაწილი სწრაფად და მარტივად იკურნება, ზოგიერთ მათგანს კი უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობის წინაპირობა ადრეული დიაგნოსტიკაა, რისთვისაც სგგდ-ს სიმპტომების ცოდნასთან ერთად, აუცილებელია სკრინინგული კვლევების სისტემატურად ჩატარება. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის მთავარი საშუალება კი მისი პრევენციაა, რაც სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფარმაცევტულ კომპანია სმარტფარმთან
ერთად, წარმოგიდგენთ სტატიას, რომელშიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგაცნობთ სგგდ-ების შესახებ და შევეცდებით დავამსხვრიოთ მათ გარშემო შექმნილი მითები.
ყველაზე გავრცელებული სგგდ-ები
მოკლე მიმოხილვა
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიით, ვირუსით, სოკოთი ან პარაზიტით. ქვემოთ მიმოვიხილავთ იმ ინფექციებს, რომლებიც დღეს ყველაზე გავრცელებულია:
- გონორეა — მას იწვევს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae. ის აზიანებს შარდსასქესო სისტემას და ვლინდება გამონადენით, წვითა და ტკივილით შარდვისას. არანამკურნალები შემთხვევა შეიძლება რთულ ანთებით პროცესებში გადაიზარდოს.
- ქლამიდიოზი — ის ვითარდება ბაქტერია Chlamydia trachomatis-ით ინფიცირებისას. მას ჩუმ ინფექციასაც უწოდებენ, რადგან ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შეუმჩნევლად აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება უნაყოფობის მიზეზიც კი გახდეს.
- სიფილისი — აღნიშნულ დაავადებასაც ბაქტერია იწვევს. ეს არის მრავალფაზიანი ინფექცია და სტადიების მიხედვით სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება. თავიდან გამონაყარით, ტემპერატურით, სისუსტით, მომატებული ლიმფური კვანძებით. განვითარებასთან ერთად კი შეიძლება დააზიანოს ორგანოებიც, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა, კანი და ძვლები.
- მარტივი ჰერპესი (HSV) — ის გამოწვეულია ვირუსით. ჩნდება მტკივნეული ბუშტუკები სასქესო ორგანოებზე ან ტუჩებზე. სრულად არ ქრება, მაგრამ შესაძლებელია მისი მართვა.
- HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) — ვირუსის ზოგიერთი გენოტიპი იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, მაღალი რისკის შტამები კი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სხვა სიმსივნეებს.
როგორ ვრცელდება სგგდ-ები?
მითები და რეალობა
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის გადამწყვეტია მათ შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას.
ქვემოთ შევეცდებით გავაქარწყლოთ მითები, რომლებიც ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული.
მითი 1: ორალური სექსით სგგდ არ გადადის — რეალურად, ინფექციები შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტის დროს, იქნება ეს ვაგინალური, ორალური თუ ანალური.
მითი 2: სგგდ მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც ხშირად იცვლის პარტნიორებს — რეალურად, ინფიცირების რისკის ქვეშ დაუცველი სექსის მქონე ნებისმიერი ადამიანია, თუნდაც მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავდეს.
მითი 3: თუ პარტნიორს არაფერი აწუხებს, ინფიცირების რისკი არ არსებობს — საქმე ისაა, რომ ბევრი სგგდ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება მოგვიანებით. ამიტომ კლინიკური ნიშნების არარსებობა სიმშვიდის საფუძველი არ უნდა იყოს.
მითი 4: კონდომი სგგდ-ებისგან 100%-ით გვიცავს — კონდომი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს, მაგრამ ის არ იძლევა მისგან დაცვის სრულ გარანტიას.
მითი 5: საზიარო აბაზანის, საზოგადოებრივი ტუალეტის ან საცურაო აუზის გამოყენებით შეიძლება დაინფიცირდე — სგგდ მსგავსი გზით არ ვრცელდება, ინფექციის გადასაცემად საჭიროა სხეულის მიერ გამოყოფილ სითხეებთან ან ლორწოვან გარსთან პირდაპირი კონტაქტი.
სიმპტომები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ
სგგდ-ებს ახასიათებს, როგორც საერთო, ისე ერთმანეთისგან განსხვავებული სიმპტომები. ქვემოთ მიმოვიხილავთ იმ კლინიკურ ნიშნებს, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ:
- უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ან გამონადენი პენისიდან — ჭარბი გამონადენი ან მისი ფერის, სუნის ან კონსისტენციის ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიული ვაგინოზზე, სოკოვან ინფექციაზე ან სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებაზე.
- წვა ან ტკივილი — ეს შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს შარდის გამოყოფის დროს. ხშირად მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე ან წყლულოვან დაზიანებებზე სასქესო ორგანოებში.
- ქავილი და სიწითლე სასქესო ორგანოს მიდამოში — შესაძლოა ისინი მხოლოდ ადგილობრივი გაღიზიანებით ან ალერგიული რეაქციით იყოს გამოწვეული, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის ნიშანიც.
- ბუშტუკები, წყლულები ან გამონაყარი — ახასიათებს ჰერპესს, სიფილისს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებს. ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია ანუ დერმატოლოგიური პრობლემა.
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს — შესაძლოა, მიუთითებდეს საშვილოსნოს ან მისი მიმდებარე ორგანოების ანთებაზე, კისტებზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ან სხვა გინეკოლოგიურ პრობლემებზე.
როგორ ავიცილოთ თავიდან სგგდ-ები?
პირველ რიგში, აუცილებელია კონდომის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სქესობრივი აქტის რომელიმე მონაწილე არ არის სრულად გამოკვლეული. გარდა ამისა, აუცილებელია პარტნიორთან ღია და გულწრფელი კომუნიკაცია სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა ყოველი აქტის შემდეგ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი სგგდ სიმპტომებით ან საერთოდ არ ვლინდება ან მხოლოდ მოგვიანებით იწვევს კლინიკურ ნიშნებს. ამიტომ ინფექციების გართულებებისგან თავდასაცავად აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება — სისხლის, შარდისა თუ ნაცხის ანალიზები, პაპ ტესტი (HPV ვირუსის ადრეული დიაგნოსტიკისთვის), ფიზიკური და ვიზუალური გამოკვლევა და სხვ.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ეფექტიანად იცავს ქალებსა და კაცებს ამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სგგდ-სგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰეპატიტ B-ს საწინააღმდეგო აცრაც. ამ დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა სწორედ სქესობრივი კონტაქტია.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სგგდ-ებისგან თავის დაცვა ან მათი მართვა შესაძლებელია აქტიური სქესობრივი ცხოვრების დროსაც კი, თუკი ზედმიწევნით დაიცავთ უსაფრთხო სექსის წესებს, რეგულარულად ჩაიტარებთ გამოკვლევებს და მიმართავთ პრევენციის გზებს.
გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობას!
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები