ჰელოუინზე სანახავი 7 ფილმი
ფოტო: Netflix
ოქტომბერი ბევრი ადამიანისთვის წლის საუკეთესო თვეა. როცა გოგრის ლატე უჩვეულოდ გემრიელია, დარიჩინის ფუნთუშებს განსაკუთრებით საუცხოო არომატი აქვს, სუსხიანი ამინდიც კი ხელს გვიწყობს, რომ კომფორტულად მოვკალათდეთ ჩვენს სავარძლებში და საჰელოუინო ფილმების მარათონი გავმართოთ.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, რას უნდა უყუროთ ჰელოუინზე, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. გაიმზადეთ ბევრი პოპკორნი და ჩაუჯექით, რადგან წარმოგიდგენთ 7 საშინელებათა ფილმს, რომელიც საჰელოუინო განწყობას შეგიქმნით.
1. Halloween (1978)
ჩუმი, ნიღბიანი მკვლელის, მაიკლ მაიერსის ყურება — თუ როგორ აქცევს ის კოსტუმებში გამოწყობილ მსხვერპლებს ნაკუწებად — განსაკუთრებით შემზარავი და შემაძრწუნებელი ჰელოუინზეა.
ფოტო: Compass International Pictures
ჯონ კარპენტერის საკულტოდ ქცეული ფილმი, მოგვიანებით, ფრენჩაიზადაც გადააქციეს. ფილმს დაახლოებით 10 სიქველი და აურაცხელი რაოდენობის რიმეიქი აქვს. თუმცა, ფრენჩაიზში მაყურებლების საყვარელი ფილმად კვლავ Halloween (1978) რჩება.
2. Hocus Pocus (1993)
მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ სეილემში მცხოვრები სამი ჯადოქარი 300-წლიანი ძილის შემდეგ ჰელოუინის ღამეს ანთებული სანთლით იღვიძებს და მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბავშვებზე ნადირობას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ დისნეის კომედია მეტნაკლებად სახალისო სიუჟეტს გვთავაზობს, სწორედ ბეტ მიდლერის, კეთი ნაჯიმისა და სარა ჯესიკა პარკერის შესრულებაა ის, რაც ამ ფილმს ჰელოუინის კულტ კლასიკად აქცევს.
ფოტო: Disney / Alamy Stock Photo
ფილმის გამოსვლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ დისნეიმ Hocus Pocus 2 გამოუშვა, ხოლო რამდენიმე წლის წინ მათ ისიც დაადასტურეს, რომ კლასიკად ქცეული საჰელოუინო ფილმი მესამე ნაწილით გაგრძელდება.
3. წყევლა (2013)
თუ გსურთ, რომ ჰელოუინის მარათონზე ძალიან, ძალიან შეგეშინდეთ, მაშინ საშინელებათა ფილმის არჩევისას აღწერას 3 სიტყვა დაუმატეთ — "დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე".
ფოტო: Warner Bros.
სიუჟეტის მიხედვით, პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები, ლორეინ და ედ უორენები, პერონების ოჯახის უკიდურესად მოჩვენებებით სავსე სახლს იკვლევენ. ფილმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ, მოგვიანებით, რამდენიმე სპინოფი გამოუშვეს და წყევლა სერიებად აქციეს. მისი ბოლო ნაწილი — უკანასკნელი რიტუალი — ეკრანებზე სულ რაღაც, ერთი თვის წინ ვიხილეთ.
4. Beetlejuice (1988)
ფილმში სიუჟეტი გარდაცვლილი წყვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც მოჩვენებებად მშვიდად ცხოვრობენ, სანამ მათ სახლში ახალი ოჯახი არ დასახლდება. კომედიის, ჰორორისა და გულისამაჩუყებელი სიუჟეტის ნარევი არის მიზეზი, რატომ არის Beetlejuice მიჩნეული საკულტო ფილმად.
ფოტო: Fast Company
აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ ფილმის რეჟისორმა ტიმ ბარტონმა, Beetlejuice-ს მეორე ნაწილიც გამოუშვა, რომელზეც ნეტფლიქსის ცნობილი შოუს Wednesday-ის სცენარისტებმა იმუშავეს.
5. Death Becomes Her (1992)
მართალია, The Substance-ს იდენტური არ არის, თუმცა, დაახლოებით, იგივე ხასიათი აქვს. ფილმის სიუჟეტში შეხვდებით ისეთ თემებს, როგორებიცაა — ასაკის მატებასთან ბრძოლა, სიბრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი იდეურად კომედიაა, მასში ჰორორის ნაპერწკალსაც აღმოაჩენთ.
ფოტო: Universal
თუ ექსცენტრიკულ და გასართობ ფილმს ეძებთ, მაშინ Death Becomes Her აუცილებლად უნდა დაამატოთ სანახავი ფილმების სიაში.
6. The Craft (1996)
"ჩვენ უცნაურები ვართ, ბატონო", — სკოლაში კრიკეტის თამაშისა და წიგნების კითხვის ნაცვლად, ოთხი თინეიჯერი გოგო მოზარდობის პერიოდში შფოთვის დასძლევად შელოცვებს იყენებს.
ფოტო: Columbia Pictures
ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთად გაცილებით მეტი ძალა აქვთ, მაგრამ რა მოხდება, როცა ისინი ძალიან ბევრ დროს გაატარებენ ბნელ მაგიასთან? The Craft-ს, საშინელებათა ფილმის ჟანრში, დღემდე საკულტო ფილმად მიიჩნევენ. პირველი ნაწილის გამოსვლიდან თითქმის 25 წლის შემდეგ სიქველი — The Craft: Legacy — თუმცა მაყურებლების ფავორიტი ორიგინალი ფილმი რჩება.
7. The Nightmare Before Christmas (1993)
მოიცა, ეს ფილმი ჰელოუინზეა თუ შობაზე?
ჰენრი სელიკის ანიმაციური მიუზიკლი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიზუალით გამოირჩევა, სადაც ის ორ დღესასწაულს ერთ ფილმში იდეალურად აერთიანებს.
ფოტო: Walt Disney Pictures
სიუჟეტის მიხედვით, ჯეკ სკელინგტი — ჰელოუინთაუნის მეფე, რომელიც ხალხის დაშინებით დაიღალა — "შობის ქალაქში" შემთხვევით მოხვედრის შემდეგ ადგენს გეგმას, როგორ დაეპატრონოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
გარდა შესანიშნავი ვიზუალისა, ფილმმა რამდენიმე დასამახსოვრებელი სიმღერა გვაჩუქა, მათ შორის This Is Halloween და What's This.
თუ სერიალებსა და ფილმებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები