სასამართლომ ზვიად რატიანს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მოსამართლემ რატიანს ბრალდება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
რატიანი 23 ივნისს დააკავეს პოლიციელი თეიმურაზ მეშველაშვილისთვის სილის გაწვნისთვის.
ზვიად რატიანმა წინასასამართლო სხდომებზე განაცხადა, რომ მისი განზრახვა არ იყო პოლიციელზე თავდასხმა და ამით სოლიდარობა გამოხატა 2 ქალი პოლიტპატიმრის მიმართ — მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი. რატიანმა თავისი საბოლოო სიტყვაც მათ მიუძღვნა.
"მაწუხებდა სინდისი — რომ მეძინა ჩემს საწოლში, ჩემს არასაჭირო ტექსტებზე ვმუშაობდი, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული. არა იმიტომ რომ ვინმეზე მეტი ვარ... არც საამაყოდ ვთვლი ჩემ მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ, არც დანაშაულად. (სილას ქართულმა ზმნამ მოარგო შესაბამისი სიტყვა — გაწვნა. სილის გარტყმა უგემოვნო ქართულია — ეს გადახვევისთვის).
მზია ამაღლობელი — მებრძოლი, პრინციპული, დამსახურებული ადამიანი — შეურაცხყვეს, დაამცირეს, და ამის შემდეგ მან ღირსება შელახულმა სილა გააწნა მოძალადეს, ამის შემდეგ ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას...
ნინო დათაშვილი — აი ამ ბიჭების კოლეგებმა, ან ამათვე, არ ვიცი, ვერ ვცნობ, ათრიეს, დაამცირეს, და მას შემდეგ რაც მან თავის დაცვა სცადა დააპატიმრეს, ფსიქიატრიულში გადაყვანა მოუნდომეს...
მზია ამაღლობელზე წერილის დაწერა მთხოვა "ბათუმელებმა", დავწერე, ჩავეტიე დროში, კმაყოფილი ვიყავი. აივანზე გავედი და უეცრად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, რომ მე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ტექსტი დავწერე, რომ მერე ავდგებოდი და „ვაჟკაცურად" გავიდოდი რუსთაველზე. და ეს იქნებოდა ჩემი მაქსიმუმი..." — თქვა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ზვიად რატიანმა. (ტექსტი "პუბლიკა")
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები