Call of Duty დიდ ეკრანზე გამოდის — Paramount და Activision შეთანხმდნენ
ფოტო: CoD / Microsoft Activision
Paramount-მა ხელშეკრულება გააფორმა Microsoft-ის კუთვნილ ვიდეოთამაშების გამომცემელ Activision-თან, რომ თავისი Call of Duty ფრენჩაიზი დიდ ეკრანზე გადაიტანოს.
პარტნიორობის ფარგლებში პარამაუნთი განავითარებს, აწარმოებს და გაავრცელებს სრულმეტრაჟიან ფილმს Call of Duty-ის სამყაროზე, რომელიც 2003 წელს პირველი CoD-ის გამოსვლის შემდეგ უკვე 30-ზე მეტ ძირითად თამაშს მოიცავს. ამ გიგანტური შეთანხმების ღირებულება არ ხმაურდება.
წყაროები Variety-ს ეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ერთ მასშტაბურ Call of Duty-ის ფილმზეა ორიენტირებული, ის მოიცავს შესაძლებლობას, პარამაუნთმა CoD-ის სამყარო ფილმებსა და სატელევიზიო პროექტებშიც გააფართოოს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაზე იქნება კონცენტრირებული Call of Duty-ის ფილმი, თუმცა ვიდეოთამაშის ფრენჩაიზის ბირთვი პირველპირიანი სამხედრო შუთერია. ბევრი თამაშია ერთმანეთთან დაკავშირებული სიუჟეტითა და პერსონაჟებით — მათ შორის Treyarch-ის მიერ შექმნილი Black Ops, რომლის მეშვიდე ნაწილი, Black Ops 7, ამ შემოდგომაზე გამოდის.
CoD / Black Ops 6
ფოტო: Activison
Call of Duty-ის შეთანხმება იმ მასშტაბური ნაბიჯების გაგრძელებაა, რომელიც პარამაუნთის მიერ დევიდ ელისონის Skydance-თან $8 მილიარდიან შერწყმას მოსდევს. შერწყმის დამტკიცების შემდეგ კომპანიამ Netflix-იდან გადაიბირა Stranger Things-ის შემქმნელები — ძმები დაფერები და $7.7 მილიარდი გადაიხადა, რომ მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში UFC-ის ღონისძიებების ექსკლუზიური პარტნიორი გამხდარიყო.
Activision, რომელიც ახლა Microsoft Gaming-ის ქვეშ ფუნქციონირებს, თავადაც მასშტაბური შერწყმის ნაწილი იყო ორი წლის წინ, როცა Microsoft-მა დაასრულა $68.7 მილიარდიანი Activision Blizzard-ის შესყიდვა, რაც ტექნოლოგიურ გიგანტს Call of Duty-ზე და სხვა პოპულარულ ვიდეოთამაშებზე კონტროლს აძლევს.
უსასრულო საათები მაქვს გატარებული ამ ფრენჩაიზთან, რომელსაც უზომოდ ვაღმერთებ
წლების განმავლობაში ჰოლივუდს ვიდეოთამაშების ადაპტაციაში წარმატების მიღწევა უჭირდა, მაგრამ ბოლო ხანებში მან მოახერხა ისეთი ჰიტების შექმნა, როგორებიცაა Mortal Kombat და Super Mario Bros. ასევე წელს გამოსული ფილმი მაინკრაფტი. პარამაუნთმა უკვე მიაღწია წარმატებას ზღარბი სონიკის ადაპტაციით.
Call of Duty-ს შემთხვევაში, პარამაუნთს ხელთ ექნება არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეოთამაშის ფრენჩაიზი მსოფლიოში, რომელმაც 2022 წლისათვის 500 მილიონი ასლი გაყიდა და $30 მილიარდი შემოსავალი მიიღო, არამედ ფრენჩაიზი, რომელიც აქამდე არც ფილმად და არც სატელევიზიო პროექტად არ ქცეულა.
CoD / Modern Warfare II
ფოტო: Activision
"როგორც Call of Duty-ის მთელი ცხოვრების ფანი, ეს ნამდვილად ოცნების ასრულებაა", — განაცხადა პარამაუნთის თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა დევიდ ელისონმა. "პირველი Call of Duty-ის კამპანიებიდან Modern Warfare-სა და Black Ops-ის სერიებამდე, უსასრულო საათები მაქვს გატარებული ამ ფრენჩაიზთან, რომელსაც უზომოდ ვაღმერთებ. Activision-ისა და მოთამაშეების ნდობა მთელ მსოფლიოში, რომ ეს საოცარი სიუჟეტური სამყარო დიდ ეკრანზე გადავიტანოთ, ჩვენთვის ერთდროულად პატივია და პასუხისმგებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით".
პარამაუნთში ვიპოვეთ ფანტასტიური პარტნიორი
"არსებობის ისტორიის განმავლობაში Call of Duty-მ ჩვენი წარმოსახვა მოიცვა დაუჯერებელი მოქმედებითა და ინტენსიური ისტორიებით, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გააერთიანა მთელ მსოფლიოში, და ამ თამაშების შექმნაზე ფოკუსი უცვლელი რჩება", — განაცხადა Activision-ის პრეზიდენტმა რობ კოსტიჩმა — "პარამაუნთში ვიპოვეთ ფანტასტიური პარტნიორი, რომელთან ერთადაც ამ ემოციურ, სუნთქვისშემკვრელ მოქმედებას დიდ ეკრანზე გადავიტანთ, როგორც განსაზღვრულ კინომომენტს. ფილმი პატივს მიაგებს და გააფართოებს იმას, რაც ამ ფრენჩაიზს თავიდანვე განსაკუთრებულს ხდიდა, და ჩვენ ერთი სული გვაქვს მუშაობის შევუდგეთ".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები