"როგორც მე მსურს“ — საკუთარი გზის შექმნის ისტორია ტოიოტა ცენტრი ბათუმის ახალ ვიდეორგოლში
ფოტო: თეგეტა
"ჩემი გზა ისე სრულდება, როგორც მე მსურს“ — ამ მთავარი გზავნილით შექმნა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს საიმიჯო ვიდეორგოლი. ეს არის ისტორია, რომელიც Prado-ს შესაძლებლობებით იწყება იქ, სადაც სტანდარტული გამოცდილება სრულდება, რაც ხაზს უსვამს როგორც ავტომობილის გამძლეობას, ისე მომხმარებლის თავისუფალ არჩევანს.
ვიდეორგოლის მთავარი გმირი მთამსვლელია — ადამიანი, რომელიც სხვის კვალს არ მიჰყვება და თავად ქმნის საკუთარ გზას. პარალელურად, კადრებში ჩნდება Toyota Land Cruiser Prado, რომელიც ისეთივე შეუჩერებელი და გამძლეა, როგორიც თავად გმირი.
ვიდეოში განსაკუთრებული ადგილი მაღალმთიან აჭარას უკავია. აღსანიშნავია, რომ კადრების სრულყოფის მიზნით, სპეციალურად გადაღებისთვის 6-კილომეტრიანი გზა გაიყვანეს, რომელმაც თითოეულ სცენას საუცხოო ხიბლი შესძინა. კულმინაცია სოფელ ვერნებში ვითარდება — აჭარის უმაღლეს წერტილში, სადაც გმირები მიუწვდომელ გზას ასრულებენ.
გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი: "ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado არის უსაფრთხოების, სანდოობისა და გამძლეობის სიმბოლო. ვიდეორგოლში შევძელით, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ბრენდის ღირებულებებს, ემოციასა და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებულ შთამბეჭდავ ისტორიას. მონაცვლე სიუჟეტი ქმნის იდენტობის განცდას — ერთი მხრივ, ადამიანის სულიერი სიმტკიცე, მეორე მხრივ კი, ავტომობილის შეუდრეკელი ძალა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად ავსებენ მთის სირთულეებით სავსე გარემოს. ჩვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე ავტომობილის დემონსტრაცია — ეს არის თავისუფლებისა და ნდობის სიმბოლო, რომელიც იქ იწყება, სადაც სხვებისთვის მთავრდება“.
ფოტო: თეგეტა
ვიდეორგოლის უნიკალურობა ემოციურ თხრობასა და ავტომობილის ტექნიკურ სრულყოფილებას შორის სინქრონიზაციაშია. Land Cruiser Prado ახალი თაობის SUV-ის ეტალონია, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, სანდოობასა და მრავალფეროვან, ინოვაციურ ფუნქციონალს. ძლიერი ჩარჩო, დახვეწილი ოფროუდ სისტემები და მაღალი კლირენსი Prado-ს შეუდარებელ დინამიკასა და მოქნილობას ანიჭებს, შესაბამისად, უნიკალურს ხდის როგორც ოფროუდზე, ისე გზატკეცილზე, რაც მძღოლს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ნებისმიერი დაბრკოლება თავდაჯერებულად გადალახოს. აღსანიშნავია ავტომობილის განახლებული ინტერიერი, რომელიც თანამედროვე კომფორტის ახალ სტანდარტებს აყალიბებს და თითოეულ მგზავრობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს, როგორც ეს ვიდეორგოლშია წარმოჩენილი.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მომსახურებას — ახალი ავტომობილის შეძენიდან დაწყებული, კონსულტაციებით, ტესტდრაივითა და მაღალი ხარისხის სერვისით დასრულებული. კომპანიის მიზანია, თითოეულ მომხმარებელს შეუქმნას ერთიანი სივრცე, სადაც თავისივე საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ გამოცდილებას მიიღებს, რათა საკუთარ გზას გაუდგეს ისე, როგორც მას სურს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად ტოიოტას მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები