Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ქვეყანასა და რეგიონში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა, როგორც ქვეყანაში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ი საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ასახელებს, ინიციატივაში კი წამყვანი საფინანსო ორგანიზაციები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მიიღო.
პირველი რაუნდის ფარგლებში, მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქციამ დაასახელა.
გამარჯვებულების გამოსავლენად, ჟიურის წევრები ითვალისწინებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და სერვისის მიწოდების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მხრიდან ციფრული შეთავაზებების გამოყენება, ციფრული მომხმარებლების ზრდა, ციფრული ინიციატივების ეფექტურობა, ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინი და მათი ფუნქციურობა.
“ციფრული საბანკო პროცესები გამუდმებით იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, Cloud-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზონ უსაფრთხო და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებზე მორგებული გამოცდილება. წლევანდელი Global Finance-ის გამარჯვებულები კი ინოვაციების სათავეში არიან, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საბანკო პროცესების მომავალს“, — აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ციფრული ეკოსისტემის სიძლიერეს, ინოვაციებისადმი მუდმივ სწრაფვასა და მომხმარებლის, მთავარი ღირებულებისდაცვას. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისთვის, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ უსაფრთხო, მარტივი და თანამედროვე საბანკო გამოცდილება. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საუკეთესო ციფრული ბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, — აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს ბანკის ჯილდოების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები