სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში დატოვა
ფოტო: ძლიერი საქართველო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. ლელო–ძლიერი საქართველოს წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს.
ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე. ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე, სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში რჩება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ხაზარაძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. დიახ, მამუკა ხაზარაძე შეგნებულად არ გამოცხადდა წულუკიანის დაძახილზე, თუმცა არ ჩაუდენია 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სახეზე არ არის მისი შემადგენლობა.
გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ არის კომისია, ის შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ამას გარდა სახეზე გვაქვს ფორმალური სამართლებრივი დარღვევები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევა, კანონმდებლობის დარღვევა. კონსტიტუციის მიხედვით, საგამოძიებო კომისიაში ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციური შემადგენლობა. დიახ, ქართულმა ოცნებამ, თავის შემადგენლობიდან რაღაც ჯგუფს დაარქვა ოპოზიცია, მაგრამ ამას გარდა გახარიას პარტიისთვის იყო 2 წევრიანი კვოტა, რაც ამ პარტიამ არ აითვისა. დარღვეულია ასევე ამ ე.წ. კომისიითვე დებულების მოთხოვნები, როგორ უნდა იქნეს დაბარებული პირი, ვინ უნდა მოაწეროს ოქმს ხელი და ასე შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვერ გაბედა ამ საქმეზე მთავარი მოწმეების დაბარება. ეს გახლავთ, წულუკიანი და მისი ამფსონები ე.წ. კომისიაში. ეს ყველაფერი სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია. როდესაც საქმე ეხება 349-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მანამდე არავინ საქართველოში მსჯავრდადებული არ ყოფილა, საქმე გვაქვს პრეცედენტთან. პრეცედენტულ საქმეებზე კი ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვები როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში არის დაუშვებელი," — განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძემ ასევე დასძინა, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, რათა შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
"არავის ჰქონია მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ივანიშვილის მოთხოვნიდან რაიმე გადახვევას გააკეთებდა, თუმცა, მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე მათ შორის, უზენაეს სასამართლოში, რათა შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის და სტრასბურგის სასამართლო დაადგენს სიმართლეს ამ საქმეზე", — განაცხადა სიორიძემ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებისთვის ოპოზიციური პარტიის ლიდერ მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
მამუკა ხაზარაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ედავებიან, რაც ერთ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. ხაზარაძემ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები