ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

8 Aug. 2025, 15:42

"რადგან ჩვენს საქმეს შეეხე და შენ თვითონვე თქვი რომ საქმის მასალებს არ იცნობ და ზოგადადაც მაღალი სტანდარტის იურიდიული ცოდნა ვერ აჩვენე, რამდენიმე რჩევას მოგცემ. ეტყობა 225-ე მუხლს საერთოდ არ იცნობ (გული მერევა კომუნიკაციის ამ ფორმაზე, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ).

მუხლი 225: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. ამ მუხლს აქვს ორი ნაწილი:

ა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

ბ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
მაინც შეგახსენებ, რომ ამ მუხლით ვართ ჩვენ დაკავებულები.

ამავე სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია თუ რა შემთხვევაშია დანაშაული ორგანიზებული —"დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება." შენიშვნის სახით კი მითითებულია, ამ მუხლის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა".

თუ კიდევ ვერ გაიგე განვმარტავ, რომ ე.წ. ორგანიზატორები და ე.წ. მონაწილეები უნდა იყვნენ წინასწარ დაკავშირებულები, პირდაპირი კავშირით. აქ ირიბი კავშირიც არ არის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოქმედებით დაზიანდა და ვერც ერთმა დაზარალებულად წოდებულმა პიროვნებამ ხელი ვერ დაგვადო ვერცერთ ბრალდებულს. ვერც მე და ვერც სხვა ბიჭებს, რომლებიც ჩემთან ერთად სხედან სასამართლოებზე ჩემ გვერდით, უსამართლოდ უკვე მე-8 თვეა. მეტიც, ყველა ბრალდებულს სხვადასხვა დღეს გვედავებით. მაგ.: მე 29 ნოემბერს, გიორგი ტერიშვილს 1 დეკემბერს, სხვას 2 დეკემბერსა და 30 ნოემბერს და ა.შ.
საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა სასამართლო რას გადაწყვეტს. ამიტომ, დაველოდოთ და მორჩით სასამართლოსა და მოსამართლეზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, აფასებდეს მტკიცებულებებს და იღებდეს გადაწყვეტილებას. ობიექტური გამოძიება რომ ჩაგეტარებინათ, საქმე აქამდე არ მოვიდოდა.
ისე, ასეთი კარგი და წესიერი ადამიანების დაჭერასაც მოხერხება უნდა. მადლობა რომ სასამართლოებზე გამაცანით.

და ბოლოს, "There is no art to find the mind's construction in the face" — ერთმა ჭკვიანმა ინგლისელმა კაცმა თქვა ერთი 400 წლის წინ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, შარშანდელ წელთან…