ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

3 Sep. 2025, 15:36

ანდრო ჭიჭინაძე: "ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში მაშინ რა გვინდა ციხეში? ვერანაირ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ნუ კაი...

მინდა მივმართო პროკურორებს და ასევე თქვენ, [მოსამართლე] ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას ჩვენ, რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ.

თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა — თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა — ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას, ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ...

შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...

ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, შარშანდელ წელთან…