ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

29 Jul. 2025, 13:56

"ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე იარაღი და არ მსიამოვნებს ერთი და იმავეს ლაპარაკი, ამას ვუსვამ ხაზს, რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც.

საკითხი ასე დგას — ძალიან რთულია კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს .... რუსთაველზე რომ დარბოდნენ.

ბრალდება არის მოგონილი იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ის ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს არ ვილაპარაკებდი, იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას უარვყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. იქ ჩანს, რომ არავის ამ ქმედებით საფრთხე არ ექმნება.

მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია თანამედროვე დროში გადავამოწმოთ, როგორც რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვანიჭოს და წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც...."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, შარშანდელ წელთან…