გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა
ფოტო: გალტ & თაგარტი
გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტო აწარმოე საქართველოში პროგრამის — კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.
კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის გამოშვება მოხერხდა:
- აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები — 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.
- ევროში დენომინირებული ობლიგაციები — 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა.
“ჩვენ, როგორც გარე რეკლამის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია საქართველოში, მადლობას ვუხდით პარტნიორებს — სააგენტოს აწარმოე საქართველოში, თიბისი კაპიტალსა და საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტს ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული გამოშვებისა და განთავსების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შეთავაზებული მოცულობის მოლოდინს, რაც ცხადად მეტყველებს ბაზრის მაღალ ნდობაზე ჩვენი კომპანიისადმი. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ალმას, როგორც სანდო, სტაბილური და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციას. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია კომპანიის ისტორიაში. იგი არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ალმას ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ხელს უწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებას. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად განაპირობებს კერძო სექტორის მდგრადობასა და მომავალზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პროგრესს”, — გიორგი ტრაპაიძე, ალმას დირექტორი.
“ვულოცავთ ალმას სადებიუტო ობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას. ინვესტორების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი კომპანიის სიძლიერისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობას ადასტურებს. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში. აღნიშნული ტრანზაქციით კაპიტალის ბაზარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატა. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო ტრანზაქციას განვახორციელებთ“ — გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
თიბისი კაპიტალსა და ალმას შორის პირველი თანამშრომლობა შედგა. ვულოცავ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელთა მიმართ ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა — ეს ალმას მიმართ ნდობას ადასტურებს. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია განვახორციელეთ და კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ. თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში. წელს ჯამში 290 მილიონ ლარამდე მოცულობის ადგილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და 7 ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა”, — ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა მორიგი ემისიების განხორციელება. ვულოცავთ კომპანია ალმას სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას და მასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს — გალტ & თაგარტსა და თიბისი კაპიტალს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, — ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილე.
ალმა უკვე 30 წელია, გარე სარეკლამო ბაზარზე ოპერირებს და ფართო პორტფელს ფლობს, რომელიც მოიცავს რეკლამის განთავსების უფლებებს ბილბორდებზე, მონიტორებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა სივრცეებში.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები