თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ფოტო: თიბისი
თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ლიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული თიბისი ჯგუფის წევრი, CNBC-ისა და Statista-ს მიერ ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად აღიარეს. თიბისი უზბეკეთი პირველი და ერთადერთი კომპანია, როგორც უზბეკეთიდან, ისე ცენტრალური აზიის რეგიონიდან, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა.
CNBC-ისა და Statista-ს შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სია ფინტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო ნიშნულია. ის ეფუძნება ძირითადი მაჩვენებლების სიღრმისეულ ანალიზს, როგორებიცაა — შემოსავალი, მომგებიანობა და სხვა ფინანსური მაჩვენებლები, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა, სესხებისა და დეპოზიტების პორტფელის ზრდა, ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი და პერსონალის მონაცემები.
თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემა 19.7 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის უდიდეს ციფრულ ბანკს TBC UZ-ს, ციფრული გადახდების აპლიკაცია Payme-ს, BNPL ბიზნეს Payme Nasiya-ს და TBC დაზღვევას. მისი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელება ასახავს ციფრული ბანკინგის სწრაფ ზრდას და მაღალ მომგებიანობას, ასევე მისწრაფებას, უზრუნველყოს საუკეთესო, სრულად ციფრული ფინანსური მომსახურება ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში.
“თიბისისთვის დიდი პატივია გახდეს უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირველი და ერთადერთი ბიზნესი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელდა. მადლიერები ვართ, რომ ქვეყანაში ჩვენი სწრაფი, უწყვეტი და მომგებიანი ზრდა, ინოვაციებისადმი ერთგულების პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. უზბეკეთი ციფრული ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ, რომ ლიდერები ვართ და მუდმივად ვაუმჯობესებთ ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებას ქვეყანაში. CNBC-ისა და Statista-ს აღიარება, როგორც თიბისის უზბეკეთში დღემდე მიღწეული წარმატების, ისე ქვეყნის საერთო განვითარების დასტურია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის შეთავაზების დივერსიფიკაციასა და ეკოსისტემის განვითარებას“ — ნიკა ქურდიანი, თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი.
თიბისი უზბეკეთი აგრძელებს შეთავაზების გაფართოებას და უზბეკეთში ქმნის ყოვლისმომცველ ციფრულ ეკოსისტემას მომხმარებლების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გააუმჯობესა და მნიშვნელოვნად გააფართოვა ახალი პროდუქტების ფართო სპექტრი, მათ შორის: Salom Card სადებეტო ბარათი, Osmon საკრედიტო ბარათი, TBC ბიზნეს საბანკო და საკრედიტო მომსახურება, ასევე TBC დაზღვევა. ივნისში თიბისი უზბეკეთმა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS-პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უზბეკეთში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SME) შეთავაზებები გააფართოოს.
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
კომენტარები