თინა ბოკუჩავა: "ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს საქართველოს მოქალაქეებს"
"ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები" — ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ, 15 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მინისტერიალსაც და განაცხადა, რომ "ევროპა მოქმედებაზე გადავიდა".
"გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის მინისტერიალი ბრიუსელში, საიდანაც სამი მნიშვნელოვანი რამ გახდა ცნობილი ჩვენთვის. გუშინდელი ევროკავშირის მინისტერიალიდან გავიგეთ, რომ ევროპა მოქმედებაზე გადავიდა. ამ დრომდე იყო უამრავი გაფრთხილება, აქამდე იყო შეშფოთება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და
მნიშვნელოვანი რამ, რაც გავიგეთ მინისტერიალზე.
მეორე, ეს არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას
გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დე ფაქტო
ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი. არა იმიტომ, რომ ჩვენთვის
არ არის ცნობილი, რა წერია ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს
მოქალაქეებმა და მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად
სწორად აღიქვან რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს
თითოეული მოქალაქე.
მე ძალიან მინდა, რომ ამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც "რუსული ოცნება" ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავის თვალით წაიკითხონ
სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ 31 აგვისტომდე
ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს
დრაკონულ კანონებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი
იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირი დაიწყებს
მოქმედებას და ეს მოქმედება სამწუხაროდ მოიაზრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას. იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები და ეს არის სწორედ მესამე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, რომ სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები და კარგად რომ გვესმოდეს, პერსონალურ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი ანუ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, ხოლო უვიზო მიმოსვლას შეჩერებას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა და ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ევროკავშირისთვის ორბანის გარეშე. პუტინის და მისი ერთადერთი მოკავშირის გამოყენებით, ის საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ, რომ 31 აგვისტომდე გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი შეასრულოს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნები და ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირის წერილში, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა თავისი თვალით ნახონ სიმართლე," — განაცხადა თინა ბოკუჩავამ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოცნების ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ აგვისტოს ბოლომდე მისცეს ვადა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშში ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესასრულებლად. მისი თქმით, თუ მთავრობა პირობას არ შეასრულებს, ამას შედეგი მოჰყვება.
- კაია კალასი: წარვადგენ სიას "თარგეთირებული სანქციებისთვის" მათ შორის ორი მოსამართლეა
- ელენე ხოშტარია: "საერთო ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც კაია კალასისგან მოვისმინეთ"
- პეტერ ფიშერი: დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს და შესაბამისად ვიმოქმედებთ
- "მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს" — ზურაბიშვილი კაია კალასს მიმართავს
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება
გადახედვა
-
ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება
გადახედვა
-
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა 2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის
გადახედვა
-
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება
გადახედვა
კომენტარები