კამერიან ტელეფონებამდე — "მხიარული, გიჟური და აბსურდული" ფოტოები კანიდან
ფოტოგრაფი დერეკ რიჯერსი კანის კინოფესტივალს პირველად 1984 წელს ეწვია, როდესაც მას მუსიკალური ჟურნალის, NME-ის დავალებით DJ და რეპერი აფრიკა ბამბაატა სტენ ლათანის ბით სტრიტში (Beat Street) მისი ეპიზოდური როლის რეკლამირებისთვის უნდა გადაეღო. მას შემდეგ, რაც ბრიტანული სუბკულტურის განსაკუთრებული კუთხით წარმოჩენისთვის რიჯერსი ფართოდ ცნობილი გახდა, CNN-სთვის გაგზავნილ მეილში იგი წერს:
"კანში ჩასვლამდე არასდროს მიფიქრია მასზე, ან კინოფესტივალზე. ყოველწლიურად ვისმენდი ტელევიზიით მის შესახებ, მაგრამ ამას ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არასდროს ჰქონია".
კანის კინოფესტივალი მსოფლიო კინო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც 1946 წლიდან იმართება კანში, საფრანგეთში. ფესტივალის მთავარი ჯილდო არის ოქროს პალმის რტო (Palme d’Or), რომელიც წლის საუკეთესო ფილმს გადაეცემა.
ჰელმუტ ნიუტონი მოდელ ჯოსთან ერთად (1988)
რიჯერსმა მოახერხა, დაეფიქსირებინა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი — აქ გადაღებული მოდელ ჯოსთან ერთად, კარლტონის სანაპიროზე, 1988 წელს — თავიანთ ბუნებრივ გარემოში
კანში რიჯერსი კიდევ 11-ჯერ ბრუნდება. მისი თქმით, მას "მხოლოდ ორი ფილმი აქვს ნანახი" — ბით სტრიტი და თადეუს ო'სალივანის დეკემბრის პატარძალი (ის რეჟისორთან ერთად სახელოვნებო სკოლას ეწვია).
"როდესაც ფრანგულ რივიერაზე ხარ და მზე ანათებს, რატომ წახვალ კინოში თუ ვალდებული არ ხარ?" ამის ნაცვლად, რიჯერსი მის თვალწინ გადაშლილ მიმზიდველ და ხანდახან საეჭვო სცენებზე იყო ფოკუსირებული, იღებდა სელებრითებს, ახალგაზრდა მოდელებს, მომავალ მსახიობებსა და კოლეგა ფოტოგრაფებს.
ჯონ უოტერსის ინტერვიუ, კარლტონის სანაპირო (1990)
ფესტივალის გაშუქების განმავლობაში რიჯერსმა მხოლოდ ორი ფილმი ნახა — მისთვის უფრო საინტერესო იყო სანაპიროზე ხეტიალი
სამი ათწლეულის შემდეგ, რიჯერსის არქივიდან 80 ფოტო IDEA-ს მიერ გამოქვეყნებულ წიგნში — კანში (Cannes) აღმოჩნდა. მასში წარმოდგენილი ფესტივალი ბევრი თვალსაზრისით განსხვავდება თანამედროვე სანახაობისგან. წლევანდელი ფესტივალი ძირითადად სოციალური მედიით გადმოიცა (კანის ფესტივალის ოფიციალურ ინსტაგრამს 1.3 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო TikTok-ზე იგი ათასობით ვიდეოზეა მონიშნული).
რიჯერსის ფოტოებში, რომლებიც 80-იან და 90-იან წლებშია გადაღებული, არც ერთი მობილური ტელეფონი არ ჩანს, ციფრულ კამერებს კი იშვიათად მოკრავთ თვალს. ვარსკვლავური კადრები, პოლიტიკური განცხადებები და მოდის ისტორია — ამ ყველაფერს ტელევიზია და ბეჭდური მედია აშუქებდა.
ჟასმინი, კარლტონის სანაპირო (1988)
დერეკ რიჯერსის ფოტოები კანის კაშკაშა კინოფესტივალის მხიარულ და ხმაურიან მხარეს აჩვენებს
ფოტო: დერეკ რიჯერსი
"მე ყოველთვის ადამიანები და ადამიანური მდგომარეობების შესწავლა მაინტერესებდა" — თქვა რიჯერსმა, რომელმაც თავისი პროფესიული მოვალეობის კვალდაკვალ 80-იანი წლებისა და წინა ათწლეულის დიდი ნაწილი ლონდონელი პანკების, სკინჰედებისა და ახალი რომანტიკოსების აღბეჭდვას მიუძღვნა.
"ჩემთვის კინოფესტივალი რეპორტიორობის პირველი ფართო ასპარეზი იყო, თუმცა აქაც ადამიანები აკეთებდნენ იმავეს, რასაც სხვაგან" — აღნიშნა მან, როდესაც ხსნიდა, როგორ არის წიგნში ჩაქსოვილი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ებმის წითელ ხალიჩაზე მუშაობის ტრადიციული მიდგომის უარყოფას.
"კანის ფესტივალზე უამრავი ცოცხალი კარნავალი და შოუ იდგმება, თითოეული კუთხე დიდებულ შესაძლებლობას ქმნის ფოტოგრაფიისთვის" — თქვა მან. როგორც ფერად, ისე შავ-თეთრ კადრებზე რიჯერსმა ისეთი ცნობილი სახეები აღბეჭდა როგორიცაა კლინტ ისტვუდი, ჰელმუტ ნიუტონი და ჯონ უოტერსი. ასევე, მან გადაიღო ახალბედა მოდელები — მაგალითად ფრენკ რეიდერი, რომელიც ბრილიანტებსა და ბეწვში გამოწყობილი ჩნდება (მის ირგვლივ ყველას უბრალო ჯინსები და მაისურები აცვიათ) — და არტისტები, რომლებიც ზრდასრულთა ფილმების დაჯილდოვებას ესწრებოდნენ. მათ შორის იყო აწ გარდაცვლილი ლოლო ფერარი.
ფრანკი რეიდერი (1992)
რიჯერსს განსაკუთრებით სიამოვნებდა უცნაური კონტრასტების გადაღება, რომლებსაც შემთხვევით გადააწყდებოდა — მაგალითად, მომავალ ვარსკვლავ მოდელ რეიდერს, ბეწვითა და იდაყვამდე ხელთათმანებით შემოსილს, შორტებსა და ჯინსებში გამოწყობილი დამსვენებლების ხალხმრავლობაში
ფოტო: დერეკ რიჯერსი
"იმ წლებში, როდესაც მე ფესტივალს ვესწრებოდი, იგი უფრო და უფრო მასშტაბური ხდებოდა" — თქვა რიჯერსმა. "როდესაც პორნო ვარსკვლავებისთვის დაჯილდოვების ცერემონია იმართებოდა (Hot D’Or’s-ის ჯილდოს 1992-2001 წლებში გასცემდნენ), ეს მეტ სანახაობრივობას სძენდა ფესტივალს და ფოტოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო კონტრასტს ქმნიდა. როგორც ჩანს, მთავ
არი კინო ფესტივალი ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდა საკუთარ თავს და პორნო ვარსკვლავების შემოყვანამ იგი მეტად გაახალისა".
ელიზაბეტ ბერკლი და პოლ ვერჰოვენი (1995)
დერეკ რიჯერსის ფოტოებში ვარსკვლავებს დღის ნებისმიერ საათზე პაპარაცები ეხვევიან
ფოტო: დერეკ რიჯერსი
წიგნის მუდმივი გმირები ახალგაზრდა ქალბატონები, ზრდასრული არტისტები და ახალბედა მსახიობები არიან, რომლებიც მეგობრებთან ერთად ან კამერის წინ პოზირებდნენ. ისინი თავს იწონებდნენ და ცდილობდნენ ბრიჯიტ ბარდოს 1953 წლის რევოლუციური დებიუტისთვის მიებაძათ. მაშინ ბრიჯიტი Manina, the Girl in the Bikini-ში იღებდა მონაწილეობას. რიჯერსმა მაყურებლის მზერიდან ყველაფერი გადაიღო, სასაცილო, აღმაშფოთებელიც და ხანდახან აბსოლუტურად სადავოც — მაგალითად, სხვა ფოტოგრაფი, რომელიც გოგონას კაბის ქვეშ უღებდა ფოტოს.
"იმ დროისთვის ესეც შოკისმომგვრელი იყო, ამიტომაც გადავიღე ეს ფოტო" — თქვა მან. "ამ დაუფარავმა თავხედობამ გამაოგნა. დღეს ვინც ამას ჩაიდენს, სამართლიანად აგებს პასუხს პატიმრობით".
იმაზე საუბრისას, რომ ის არასდროს თვლიდა საკუთარ თავს კოლეგებზე მაღლა, რიჯერსმა ისიც ახსენა, რომ მას არასდროს უცდია მათთან ახლო კავშირი ჰქონოდა. წიგნი სრულდება ფოტო-სურათით, რომელზეც რამდენიმე ფოტოგრაფი რიჯერსის ერთ-ერთ ფოტოზე მსჯელობს, მის იქ ყოფნას კი უგულებელყოფენ.
კანის ფოტოგრაფები (1989)
თავის წიგნში დერეკ რიჯერსი აღწერს ფესტივალის პაპარაცების წყურვილს
ფოტო: დერეკ რიჯერსი
"მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფესტივალზე გავატარე, მგონი არც ერთ ფოტოგრაფთან არ მისაუბრია" — თქვა მან. "რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მათ დაუძახიათ, რათა გზა გამეთავისუფლებინა, მაგრამ ამას საუბარს ვერ ვუწოდებთ. ვიცი, ცუდად ჟღერს, მაგრამ მე მათ ვაიგნორებდი. მე კონკურენტუნარიანი და ძალიან ყურადღებიანი ვარ, ხოლო თუკი საუბარს გავაბამ, შესაძლოა კარგი კადრი გამომეპაროს".
აღსანიშნავია, რომ წიგნის განწყობა გარყვნილი და მსუბუქი მგრძნობელობის გამომხატველია. "მე ჩემს საქმეს სერიოზულად ვუდგები, თუმცა ეს წიგნი არ არის განსაკუთრებულად სერიოზული ნამუშევარი" — თქვა რიჯერსმა წიგნის შინაარსის თავისებურებაზე საუბრისას. "ფოტოების უმრავლესობა უაზრო, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ აღმაშფოთებელია. დღესდღეობით, საკუთარი გამოსახულების უფლების (droit à l’image) ფრანგული კანონის გამო რთულია, ადამიანების ფოტო-სურათები მათი ნებართვის გარეშე გაასაჯაროვო, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი კამერიანი ტელეფონების ეპოქაში. ჩემი ფოტოები კი იმას მოწმობს, რამდენი სასაცილო, გიჟური და ამავდროულად აბსურდული რამ ხდებოდა ძველ დროში".
ლეტიცია და ფანი (1992)
რიჯერსმა CNN-ს უთხრა, რომ თავის საქმეს სერიოზულად უდგება, მაგრამ ეს "სერიოზული ფოტოალბომი არ არის"
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
კომენტარები