რა კომენტარი გააკეტა კოტე იოსელიანმა მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვამდე?
"ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ ადევნება, თვალთვალი," — ამის შესახებ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მისვლამდე ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა კოტე იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
იოსელიანი აცხადებს, რომ არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
"ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ ადევნება, თვალთვალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასევე ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთანაც მე მქონდა კომუნიკაცია, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ და თავისუფლად შეასრულონ ის დავალებები, რა დავალებაც შეასრულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მაქვს აბსოლუტურად ნულოვანი ნდობა. მე თვითონ მქონია გარკვეული შეხება სამართალდამცავ სტრუქტურასთან და ამით ვამაყობდი ყოველთვის და ვიამაყებ, თუმცა დღესდღეობით ვთვლი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო – ეს არ არის ის ორგანო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება, ამიტომ აქ მოსვლის მოტივაციაც, სიმართლე რომ გითხრათ, არ მქონდა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს პროცესი, ახლა რაც გაიმართება, ეს იქნება უბრალოდ ფორმალობა რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა დადგება და მოქალაქეების, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკური საკითხების შესახებ, როგორიც ეს არის, დადგება და მართლა რეალურ გამოძიებას ჩაატარებს. ამიტომ მაქვს კონკრეტული მიზეზი. არ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ ვაღიარებ ისეთ ორგანოდ, რომელიც იცავს ამ ქვეყნის მოქალაქეებს.
ამოცნობადი არცერთი არ არის, ყველანი ყოველთვის იყვნენ ნიღბებით და ცხადია, რომ ამ ნიღბებში რთულია ამოცნობა", — თქვა იოსელიანმა.
მისი თქმით, ეს იყო კლასიკური გატაცება ყველა შემადგენელი ფორმით. სასამართლოში შესვლამდე, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილსაც მიმართა - თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან საუბარი სურს, დაურეკოს, დაელაპარაკება.
"ის, ვინც გამოხატა სოლიდარობა ჩემი ოჯახის მიმართ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდა მე თავს რამდენიმე დღის წინ. ეს იყო კლასიკური გატაცება ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ეს იყო ძალადობის ფონზე, ცხადია, იყო რამდენიმე ადამიანი, ჩვეულებრივად, როგორც ხდება, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, ალბათ, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი ამაზე, თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმის გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე შესაბამისი პირბადესავით რაღაცის წამოცმის შემდეგ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გადამიყვანეს არც თუ ისე შორს ჩემი საცხოვრებელი სახლიდან. ეს არის საბურთალოს ტერიტორია. ვვარაუდობ კიდევ ბევრ რამეს, ამ ეტაპზე, უბრალოდ ეს ვარაუდები არის. შემდგომში იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც, ცხადია, ჩემი მხრიდან შესრულდა იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და იმ კონკრეტულ საკითხზე, რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი. აქ იყო ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამაზე ჩემმა მეუღლემ ისაუბრა, ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ რაღაც უსამართლობასა და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის აბსურდი და მე ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რაც განხორციელდა და ამას შესაბამისად პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდევაც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო: "თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმესთან დაკავშირებით, გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რაც ჩვენ ორს შორის … ანუ სისულელეა უბრალოდ ამაზე საუბარი", — განაცხადა კოტე იოსელიანმა.
შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა 8 ივნისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს მეორედ მოუხადა ბოდიში 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო. ქმრის ვიდეოსთან დაკავშირებით ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს, შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ და სწორედ ამან განაპირობა ვიდეოს ჩაწერა.
მეტი კოტე იოსელიანის საქმეზე:
- კოტე იოსელიანი: მინდა უტა ივანიშვილს მივმართო: თუ ამ საკითხთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები
- კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს
- გიგა ბოკერია: ოპონენტებისთვის საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება — კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომი
- თინა ბოკუჩავა გამოკითხვაზე დაიბარეს
- სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ შეშფოთებული იმითი, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში
- დავით მათიკაშვილი: პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ
- თინათინ ბოკუჩავას თქმით, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ
- კოტე იოსელიანი: გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი, მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები