ირაკლი ზარქუა

9 Jun. 2025, 14:40

"მე მგონია, რომ ეს არის გარკვეული მცდელობა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. ნაციონალური მოძრაობა აღარავის ახსოვს, დანარჩენმა "ლუზერებმა" ითავეს ლიდერობა და შესაბამისად, ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე? ან რა სიგიჟეა ახლა. თუ რამე თემა არის, აგერ არის პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილი. თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო. მე არ ვიცი ეს, მაგრამ ის, რომ გამოვიდა და აღიარა, ბოდიში მოიხადა, მისასალმებელია. მე ყველას ვურჩევდი, მათ შორის, ჩემზეც ათასი სიგიჟე გაავრცელეს, კარგი იქნება ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს ნათქვამზე, იქნებ ამით ვიღაცას გულს სტკენთ. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა თქვენ რას იტყვით, იმიტომ რომ ჩემთვის ყველანი ხართ დაქირავებული გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რათა ქაოსი და არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში, მაგრამ არიან მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, იქნებ გულს სტკენთ ამ თქვენი დაუსაბუთებელი, უარგუმენტო ბრალდებებით?! ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა მისასალმებელია, სწორია და კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს".

"ოცნების" პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…