ირაკლი ზარქუა

5 Jun. 2025, 17:03

"ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა. ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები იყოს. ასე ვართ ჩვენს, ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? — ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ".

განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

დღეს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება გავრცელდა. სადაც ელჩი წერს, რომ "მიიღო პირადი გადაწყვეტილება, გავიდეს პენსიაზე".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…