აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ტარიფების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო — რა ხდება ბაზარზე
ფოტო: Unsplash
გასულ ხუთშაბათს აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები დროებით აღადგინა. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა გადაწყვეტილების მიზეზი და მოსარჩელეებს პასუხის წარდგენის ვადა 5 ივნისამდე მისცა.
ეს ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის საგანგებო მოთხოვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეჩერება "მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის". მანამდე სავაჭრო სასამართლომ ტარიფების შემოღების საფუძველი გადაჭარბებულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, S&P 500-ის ინდექსი (SPX) დღის ბოლოს 0.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გაცვლით კურსს, დოლარი იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებით დაეცა, რადგან ინვესტორებს სავაჭრო არასტაბილურობისა და მერყეობის მოლოდინი შეექმნათ.
რას ფიქრობენ ბაზრის ექსპერტები:
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობა პროგნოზების გაკეთებას მნიშვნელოვნად ართულებს. მათი თქმით, მოვლენები სწრაფად იცვლება და ბაზარი ცდილობს მიმდინარე ამბებს ფეხი აუწყოს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ინვესტორები მომავალზე არიან ორიენტირებულნი და სააპელაციოს გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის, რადგან "ტრამპმა ტარიფების უმრავლესობა ისედაც გააუქმა".
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბაზარი უკვე მიეჩვია ტარიფების თემას, რადგან საქმე გვაქვს ყოველდღიურ ცვლილებებთან, რომელსაც სხვადასხვა მხარე აპროვოცირებს. ისინი ამბობენ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ბაზარი საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. სპეციალისტების შეფასებით, ინვესტორებს ერთადერთი რაც სჭირდებათ — სტაბილურობაა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი ახალი 15%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, რომელიც აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებს 150 დღით შეეხებათ. ტრამპი ამ შემთხვევაში 1974 წლის სავაჭრო აქტის ერთ-ერთ მუხლს ეყრდნობა.
ეს დროებითი ზომა ტრამპის ადმინისტრაციას მისცემს დროს, ამავე კანონის სხვა მუხლის გამოყენებით სავაჭრო პარტნიორებისთვის კონკრეტული ტარიფების გეგმები შეიმუშაოს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პროცესი გრძელი და რთული იქნება, თუმცა ის ტარიფებს ბევრად მყარ იურიდიულ საფუძველს შესძენს. მათივე ცნობით, თეთრ სახლში ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ გრძელდება.
2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, S&P 500 ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და 5,935.94 პუნქტზე დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ დღის დასაწყისში დაახლოებით 1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, ინდექსმა დღის ბოლოს ტექნოლოგიური კომპანიების გაძლიერების ფონზე აღდგენა შეძლო. არსებული ინფორმაციით, წლის დასაწყისთან შედარებით S&P 500 ინდექსი 1.27%-ით, ხოლო წლიურად 12.73%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მაისში ინდექსმა 6.2%-იანი ზრდა აჩვენა — მსგავსი მაჩვენებელი 1990 წლის შემდეგ მაისში არ დაფიქსირებულა.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები