უნგრეთში "უცხოელი აგენტების" შესახებ რუსულ კანონს აპროტესტებენ
ფოტო: Getty Images
18 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და იმეორებს რუსეთის რეპრესიული "უცხოელი აგენტების" კანონმდებლობის მოდელს.
აქცია უნგრეთის პარლამენტის წინ — კოშუტის მოედანზე გაიმართა. დემონსტრანტებმა კანონპროექტი შეაფასეს, როგორც თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დემოკრატიულ თავისუფლებებზე. გამომსვლელებმა თქვეს, რომ ეს არის ავტორიტარული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის დათრგუნვას 2026 წლის არჩევნებამდე.
"ეს კანონპროექტი პირდაპირი მუქარაა — მუქარა იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვა," — განაცხადა გამოსვლაში ერთ-ერთმა აქტივისტმა, იაკაბ ტოთმა. "თუ სუვერენიტეტი ყველას არ ეკუთვნის, მაშინ ის მხოლოდ მთავრობის საკუთრებაა," — დასძინა მან.
რა ითვალისწინებს კანონპროექტი?
- შეიქმნება სახელმწიფო უწყება — სუვერენიტეტის დაცვის სამსახური, რომელსაც ექნება უფლება გამოიძიოს, დააჯარიმოს ან აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური დაფინანსებით მოქმედებენ;
- ჩამოყალიბდება შავი სია, სადაც მოხვდებიან უცხოურ მხარდაჭერაზე დაფუძნებული მედია, არასამთავრობოები, აქტივისტები ან აკადემიური ჯგუფები;
- კანონპროექტი ითვალისწინებს თვალთვალს, დიდ ჯარიმებსა და საქმიანობის აკრძალვას, ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი აუცილებელია უნგრეთის სუვერენიტეტის დასაცავად, უცხოური ჩარევისგან — განსაკუთრებით კი აშშ-ისა და უკრაინის მხრიდან, რომლებსაც ორბანი და მისი მოკავშირეები ადანაშაულებენ მედიისა და ანტიკორუფციული ჯგუფების დაფინანსებაში. ამ ორგანიზაციებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი საქმიანობა პროფესიული სტანდარტებით ხდება და საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება.
რატომ "რუსული კანონი"?
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანის მმართველობა სულ უფრო იღებს ავტორიტარულ სახეს. ეს კანონი — რომელიც სავარაუდოდ ადვილად გავა პარლამენტში, სადაც ფიდესს აბსოლუტური უმრავლესობა აქვს — მათ შეფასებით, უნგრეთში ყველაზე რეპრესიული კანონმდებლობა იქნება ორბანის 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში.
კანონის ფორმულირებები ბუნდოვანია და მის გამოყენებას შესაძლებელს ხდის ყველას წინააღმდეგ, ვინც გამოთქვამს განსხვავებულ მოსაზრებას ან იღებს უცხოურ დაფინანსებას. კანონის კრიტიკოსები მას პირდაპირ რუსეთის "უცხოელი აგენტების" კანონს ადარებენ, რომელიც კრემლმა კრიტიკული მედიისა და არასამთავრობოების ჩასახშობად გამოიყენა.
2024 წლის მაისში, ანალოგიური კანონი მიღებულ იქნა საქართველოშიც, სადაც მმართველმა პარტიამ მეორე მცდელობით დააკანონა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი — რომელიც ასევე ეფუძნება რუსულ მოდელს.
საქართველოში ამას საზოგადოების მასშტაბური პროტესტი და სასტიკი პოლიციური ძალადობა მოჰყვა, ხოლო ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, მოგვიანებით კი, 2024 წლის 28 ნოემბერს, საერთოდ შეჩერდა.
უნგრეთის მიმართ მცირდება ნდობა ევროკავშირსა და საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფებში, რომლებიც წლებია აღნიშნავენ დემოკრატიის რეგრესს ქვეყანაში.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები