დღეს, 16 სექტემბერს, თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კაცი დაიღუპა. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ინციდენტის გარშემო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.