10 მიზეზი, რატომ არ უნდა სვამდე ცხოველურ რძეს
საინტერესო ფაქტი: ძველქართულში "ცხოველური რძე" სულაც არ არსებობს. სულხან-საბას განმარტებით, რძე ლეღვის და ზოგიერთი სხვა მცენარის წვენია, ცხოველის სარძევე ჯირკვლებიდან გამოყოფილ სითხეს კი სძე ჰქვია.
ფოტო: Adobe Stock
ცხოველური რძისა და რძის პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული — ხშირად მათ კალციუმის შეუცვლელ წყაროდაც ასახელებენ. თუმცა, არსებობს მცენარეული ალტერნატივები — მაგალითად, ბრინჯის, სოიის, შვრიის ან ნუშის რძე — რომლებიც ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ისევე, როგორც ვეგანური ცხოვრების სტილი.
ცხოველთა უფლებადამცველი ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია PETA ამ სტატიაში აჯამებს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ადამიანებს ცხოველურ რძეზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
1. ძვლებს კი არ ამაგრებს, უფრო მსხვრევადს ხდის
გავრცელებული ცნობის საპირისპიროდ, ძროხის რძე კალციუმით კი არ ამდიდრებს ჩვენს ძვლებს, პირიქით, ამ ნივთიერებას აცლის კიდეც. ცხოველური ცილები დაშლისას მჟავას გამოყოფენ, კალციუმი კი მჟავის გამანეიტრალებელია. ამდენად, მჟავის გასანეიტრალებლად, ჩვენი ორგანიზმი არა მხოლოდ რძეში არსებულ კალციუმს იყენებს, არამედ სხეულში უკვე არსებული მარაგის ნაწილსაც.
სწორედ ამის გამო, არაერთი სამედიცინო კვლევა მოწმობს, რომ ადამიანებში, რომლებიც ძროხის რძის ყველაზე დიდ რაოდენობას მოიხმარენ, იმაზე მეტია მოტეხილობის შემთხვევები, ვიდრე მათში, ვინც მცირე რაოდენობას მოიხმარს ან საერთოდ არ იღებს.
2. პროსტატის კიბოს განვითარების რისკი
რძე და ყველი პროსტატის კიბოს განვითარების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღება კი პირიქით, ამ პროცესს ანელებს.
3. საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი
შვედური კვლევის თანახმად, ქალებში, რომლებიც რძის პროდუქტების ოთხ ან მეტ ულუფას მიირთმევდნენ ყოველდღიურად, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი ორჯერ მეტი იყო.
4. ლაქტოზის აუტანლობა და ალერგიები
ფოტო: standard.co.uk
ლაქტოზა, რომელსაც ძროხის რძე შეიცავს, ადამიანის ორგანიზმისთვის რთულად გადასამუშავებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ეს კი ხშირად იწვევს გულისრევას, დიარეას, შებერილობას და მწვავე ტკივილს. ასეთი მდგომარეობა, შესაძლოა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განვითარდეს, დროთა განმავლობაში კი სიმპტომები უარესდება.
ლაქტოზის აუტანლობის მსგავსად, რძის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია (განსაკუთრებით, მცირეწლოვან ბავშვებში), როგორიცაა პირღებინება ან ანაფილაქსია.
5. აკნე
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ რძის ყველა სახის პროდუქტის მოხმარება უკავშირდება აკნეს, როგორც ბიჭებში, ასევე გოგოებში.
6. ქოლესტეროლი
ერთი ულუფა რძე გულისთვის საზიანო 24 მილიგრამამდე ქოლესტეროლს შეიძლება შეიცავდეს. მცენარეული საკვები პროდუქტები კი ქოლესტეროლს საერთოდ არ შეიცავს.
7. ანტიბიოტიკები
ფოტო: Syda Productions / Shutterstock
არაჰიგიენურ პირობებში გამომწყვდეულ ძროხებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მათგან რძის მისაღებად ხშირად აძლევენ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკებს. მათი ასეთი ჭარბი გამოყენება კი ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიების რაოდენობასაც ზრდის. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ამ ბაქტერიების წინააღმდეგ ანტიბიოტიკები, საუკეთესო შემთხვევაში, ნაკლებეფექტურია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი — საერთოდ უძლური.
საქართველოში მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა ისიც, რომ არსებობს მედიკამენტების, მათ შორის, ანტიბიოტიკებისა და ზრდის ჰორმონების, რძეში მოხვედრის რისკი.
8. ნაჯერი ცხიმების დიდი დოზა
მოუხდელი რძის ერთი ულუფა ნაჯერი ცხიმის რეკომენდებული დღიური დოზის 20%-ზე მეტს შეიძლება შეიცავდეს. ყველის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო უარესადაა — ჰარვარდის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, ტრადიციულ ამერიკულ რაციონში ნაჯერი ცხიმების უდიდესი წყარო პიცა და ყველია.
9. ნატრიუმის მაღალი შემცველობა
28 გრამ ყველში 400 მილიგრამამდე ნატრიუმი შეიძლება იყოს. სხვადასხვა სახის ყველში — მაგალითად, ჰალუმში, ლურჯში, ფეტაში, ედამში — ნატრიუმის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ ზღვის წყალზე მარილიანადაც კი ჩაითვლება.
10. ეთიკური მიზეზები
ადამიანებისა და იმ ცხოველების გარდა, რომლებსაც ადამიანი კვებავს, არცერთი სხვა სახეობა არ სვამს რძეს გარკვეული ასაკის შემდეგ; მით უფრო, არ სვამს სხვა სახეობის ცხოველის რძეს. ძროხის რძე მორგებულია ხბოს საკვებ მოთხოვნილებებზე. ხბოს კი ოთხნაწილიანი კუჭი აქვს და რამდენიმე თვეში ათობით კილოგრამით მომატება უწევს.
სხვა საკითხია, როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება ძროხებს ფერმაში. რძის მისაღებად ცხოველებს გამუდმებით ამაკებენ ხელოვნურად, ხბოს დაბადების შემდეგ კი, დედას ნაშიერს რამდენიმე საათშივე აშორებენ. ძროხები ძალზედ სოციალური ცხოველები არიან და ძლიერი დედობრივი კავშირი აქვთ თავიანთ ხბოებთან. ნაშიერთან განშორებისას, ცხოველების სასოწარკვეთილი მოთქმა რამდენიმე დღის განმავლობაშიც გრძელდება ხოლმე.
ასევე იხილეთ:
- ვ.ე.გ.ა.ნ.ი. — ანუ 6 მიზეზი, რატომ უნდა თქვა უარი ცხოველური წარმოშობის საკვებზე
- რომელი რძეა ბუნებისთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო?
- 10 რამ, რაც ვეგანს არასდროს არ უნდა უთხრათ
- 8 რამ, რის გაკეთებამდეც ცხოველების მოყვარულს დაფიქრება მართებს
- სულაც არა ვართ ხორცეულის ქვეყანა — 10 სასიქადულო ქართული ვეგანური კერძი
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები