TI: საჯარო რეესტრის სააგენტომ "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს — კონსტიტუციის 78-ე მუხლი", რეგისტრაციაზე უარი განუცხადა
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ცნობით, საჯარო რეესტრის სააგენტომ საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს, სახელწოდებით "კონსტიტუციის 78-ე მუხლი", რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.
TI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის ნოემბერში 20-მდე სხვადასხვა სახელმწიფო და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანიც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის დაფუძნება იყო. შესაბამისად 2024 წლის დეკემბერში დაფუძნდა "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიული კავშირი — კონსტიტუციის 78-ე მუხლი".
"2024 წლის 25 დეკემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა ზემოაღნიშნული პროფკავშირის 36-მა დამფუძნებელმა. ამასთან, საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, კერძოდ, პროფესიული კავშირის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება.
საგულისხმოა, რომ პროფესიული კავშირის რამდენიმე დამფუძნებლი ამავდროულად არის საჯარო რეესტრის მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც ამ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან, რა დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ პროფესიული კავშირის რეგისტრაციის მიზნით.
ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა, სადამფუძნებლო კრების ოქმის წარდგენის საბაბით, 2024 წლის 26 დეკემბერს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა შესრულებულ იქნა, საჯარო რეესტრმა კიდევ რამდენჯერმე განაცხადა უარი სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე. 2025 წლის 28 იანვარს კი საჯარო რეესტრის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ
იმისათვის, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო საჯარო რეესტრის მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ და არაკეთილსინიდიერ დამოკიდებულებაში საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის მიმართ, საჯარო მოხელეთა პროფკავშირმა 2025 წლის 18 თებერვალს, რეგისტრაციის მოთხოვნით, ხელახალი განცხადება შეიტანა საჯარო რეესტრში. თუმცა, საჯარო რეესტრმა ამჯერადაც შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. ამჯერად პროფკავშირს სახელწოდება დაუწუნეს.
აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან აშინებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა, რადგან მისი არსებობა წინააღმდეგობაშია „ქართული ოცნების“ მიზანთან, პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიული საჯარო სამსახურის ნაცვლად, საქართველოში შექმნას ხელისუფლების უკანონო დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მონა-მორჩილი საჯარო სამსახური", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გამჭვირვალობის ცნობით, დღეისათვის, დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს, დაახლოებით, 400 პირი.
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
კომენტარები