ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები და არ განხორციელებულა ბავშვთა დაცვის საკმარისი ღონისძიებები, რათა არ აღმოჩენილიყვნენ სიღარიბისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში", — ნათქვამია სოციალური მუშაკები ერთობლივ განცხადებაში 15 თებერვალს მომხდარ ბათუმის ტრაგედიაზე.
მუშაკები განცხადებაში საუბრობენ იმ ვალდებულებებზე, რომელიც სახელმწიფოს ბავშვთა უსაფრთხოებაზე აკისრია.
"15 თებერვალს, ქ. ბათუმში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ არის უზრუნველყოფილი. როგორც სოციალური მუშაკები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ოჯახებისა და ბავშვების წინაშე, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან საფრთხისა და რისკის ქვეშ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ოჯახებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და საბაზისო რესურსებზე წვდომა, ამიტომ, ბავშვებს უხდებათ თავის გადარჩენისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობაში ჩართვა. ამასთანავე, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები და არ განხორციელებულა ბავშვთა დაცვის საკმარისი ღონისძიებები, რათა არ აღმოჩენილიყვნენ სიღარიბისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში.
საერთაშოროსო და ადგილობრივი კონვენციებით სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების დაცვა, განათლება და სათანადო საცხოვრებელი პირობები. ამისათვის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უნდა აკონტროლებდეს და უზრუნველყოფდეს დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვთა უფლებები და მხარი დაუჭიროს მათ. ხოლო მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვის გაცემისა და პროცესის მონიტორინგი," — განაცხადეს სოციალურმა მუშაკებმა.
განცხადებაში ასევე მოითხოვეს მოცემულ კითხვებზე გაკეთდეს საჯარო განცხადება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
1.რომელი უწყების სამსახური ახდენდა იდენტიფიცირებას და მუშაობდა ოცნების ქალაქში მცხოვრებ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვიანი ოჯახებთან?
2. რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა ოჯახებს ჰქონოდათ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო?
3.რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა დაკმაყოფილებული ყოფილიყო ბავშვების ბაზისური საჭიროებები?
4. რა რესურსი ან გეგმა არსებობს მუნიციპალიტეტში მსგავსი კრიზისული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად?
5.რა ღონისძიებები განახორციელა ქ. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად?
ხელმოწერებისთვის განცხადება ღიაა და შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს ბათუმში, ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ქართული ოცნების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანია ანაგი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ტრაგედია სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე მოხდა.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები