ვინ ითამაშებს დამბლდორს ჰარი პოტერის სერიალში? — მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
ფოტო: Getty Images / Warner Bros.
ჰოგვორტსში დაბრუნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წავიდა, ჰარი პოტერის სერიალის პრემიერას მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ. HBO-ის მასშტაბური პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია: დაწერილია საპილოტე ეპიზოდის სცენარი, მიმდინარეობს მსახიობების შერჩევაც.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომლის როლზეც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი მსახიობი განიხილებოდა, ალბუს დამბლდორია. ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორის განსახიერების სურვილი გამოთქვა გარი ოლდმანმა (რომელმაც ჰარი პოტერის ფილმებში სირიუს ბლექიც ითამაშა), ამ როლზე განიხილებოდა ოსკაროსანი ინგლისელი მსახიობი მარკ რაილანსიც.
თუმცა, ვებგამოცემა Deadline-ის ექსკლუზიური ცნობით, დამბლდორის როლისთვის მსახიობი თითქმის შერჩეულია უკვე და ეს არც ოლდმანია და არც რაილანსი; ესაა ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯონ ლითგოუ. Deadline-ის წყაროების მიხედვით, ლითგოუსა და HBO-ის შორის მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება. თუმცა, კინოსტუდიას ოფიციალურად ჯერ არაფერი დაუდასტურებია.
ჯონ ლითგოუ უინსტონ ჩერჩილის როლში (The Crown)
ფოტო: Netflix
მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ჰარი პოტერის სერიალში ჯერჯერობით არცერთი მსახიობის მონაწილეობა არაა დადასტურებული. ამიტომ, სოციალურ ქსელებში ფანებიც თამამად განიხილავენ ამა თუ იმ მსახიობის პერსპექტივას სხვადასხვა როლზე. მაგალითად, სურთ, ლორდი ვოლდემორი კილიან მერფიმ განასახიეროს.
რაც შეეხება დამბლდორს, ჯოან როულინგის წიგნების ეკრანიზაციებში ჯადოქრების სკოლის დირექტორი სამმა სხვადასხვა მსახიობმა განასახიერა: ჰარი პოტერის ფილმებში მისი როლი რიჩარდ ჰარისმა და მაიკლ გემბონმა შეასრულეს, ჯადოსნური ცხოველების სერიაში კი ახალგაზრდა დამბლდორი ჯუდ ლოუმ ითამაშა.
ფოტო: Warner Bros.
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმები, ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ, საბოლოოდ 2023 წელს დადასტურდა. მაშინ გავიგეთ ისიც, რომ სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს, თითოეულ წიგნს კი თითო სეზონი დაეთმობა.
- ხმები დადასტურდა — 5 რამ, რაც ჰარი პოტერის მომავალ სერიალზე გავიგეთ
- GOT-ის და The Last of Us-ის რეჟისორი — ცნობილია, ვინ იმუშავებს ჰარი პოტერის სერიალზე
- ჰარი პოტერის ფილმებში გამოტოვებული 5 პერსონაჟი, რომლის ხილვაც სერიალში გაგვიხარდება
ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
კომენტარები