გიგი უგულავა: სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ცემას, გაუბედურებას
საქალაქო სასამართლოში "თბილისი მოლთან" დაკავებული 8 პირის სხდომა მიმდინარეობს — შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პირებს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.
დაკავებულთა შორის არის თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უგულავამ მომხდარს აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ამ მომენტში მზია ამაღლობელზე ლაპარაკია, რომელიც შიმშილობს და სიცოცხლისთვის იბრძვის.
"აბსურდი იყო ის, რაც მოხდა. ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა. მე მინდა, შეკითხვა დავუსვა აქ წარმოდგენილ ყველა ადამიანს: სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ცემას, გაუბედურებას, ეს შეკითხვა არ არის მხოლოდ შეკითხვა. იმედი მაქვს, როცა სახლში მიბრუნდებით, ამ შეკითხვას საკუთარ თავს უსვამთ ან ოჯახის წევრები გისვამენ. ასევე, მეორე შეკითხვა: რა მიზანს ემსახურება ყველაფერი ეს? მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს ამას?! მიზანი თუ არის, რომ ჩვენ ვიყოთ იზოლირებული მსოფლიოსგან ჩამოშორებული, გაუბედურებული ქვეყანა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის სრულიად გიჟურ და წარმოუდგენელ ოცნებებს, არ მგონია, რომ ეს თქვენი შვილები ან თქვენი ოცნება იყოს. სადამდე უნდა გაგრძელდეს? ამას ხომ უნდა ჰქონდეს ბოლო? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ დღეს თუ ჩვენ დაგვიჭერენ, ხვალ ათი იმდენი არ გამოვა? ეს ხომ არ დასრულდება ასე? ეს ხომ ზამბარაა, რომელსაც თქვენ წელავთ და მას ერთი გზა აქვს, როგორც კი ხელს გაუშვებს, ის უკან გიბრუნდება და გხვდება თქვენ.
[...] მე არ ვაპირებ აქ ჩემზე ლაპარაკს. როგორ უნდა ვილაპარაკო ჩემზე? ჩვენ მაინც ნორმალურად ვართ — მზია ამაღლობელი უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის, თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ ამ თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება. ამიტომ, ეს ბრძოლა არ გაჩერდება და ვერ გაჩერდება. ღმერთმა ნუ ქნას რომ გაჩერდეს, მაშინ საქართველო აღარ იარსებებს. მეოთხე თუ მეხუთე პატიმრობაა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. კიდევ რომ ციხეში მივდიოდეთ, შეგნებულად მივდივართ ამაზე იმიტომ, რომ აქ აღარ არსებობს მეგობრებო შიში, რისი შიში უნდა იყოს? აგერ, მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? არ გამოვა ეს ასე. ამიტომ, რომ მიხვალთ სახლში, დაფიქრდით, მიზანი რა არის ამ ყველაფრის და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. საქართველოს ისტორია, როცა გადმოხედავს ამ დღეებს, ასე დაიწერება: "შავი დღეები იდგა საქართველოში". დარწმუნებული ვარ მაინც, რომ გავიმარჯვებთ და ასეთი მარაზმი დასრულდება ამ ქვეყანაში. თავისუფლება მზია ამაღლობელს" — განაცხადა გიგი უგულავამ სხდომაზე.
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
კომენტარები