მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia limited who can comment
ფოტო: On.ge
ეს ფრაზა გალაკტიონ ტაბიძის 1953 წელს დაწერილ დღიურში დაგხვდებათ.
დღეს კი მწერალთა სახლში, არამწერლებთან ერთად, სახელისუფლებო პირები „ცხოვრობენ“ და თავად ისინი ხელმძღვანელობენ მას.
უკვე რამდენიმე წელია, მწერალთა სახლი მწერლების გარეშე დარჩა.
2023 წლის 12 აგვისტოს, მწერალთა სახლის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ:
"მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ."
საზოგადოების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და მწერლებისთვისაც ეს მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. მწერალთა სახლის დირექტორი ქართული ოცნების იმდროინდელი დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე გახდა და ამ ინსტიტუციამ თავისუფლებაც დაკარგა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მწერლების ბოიკოტი და მათ ხელისუფლების მიერ მართულ მწერალთა სახლთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
ყველაფერთან ერთად, ახალი ადმინისტრაციისა და დირექტორის დანიშვნიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მწერალთა სახლს თავი ჯერ კიდევ მანამდე დაწყებული პროექტებით მოჰქონდა, მათ შორის იყო თანამედროვე ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე გამოცემული თარგმანები, რაშიც ქეთი დუმბაძეს წვლილი სრულიადაც არ მიუძღოდა.
ის ფაქტი, რომ მწერალთა სახლმა, როგორც ინსტიტუციამ, თავისუფლებასთან ერთად მისი ამოსავალი იდეაც დაკარგა, ყოველდღე ხელშესახებად შესამჩნევი ხდებოდა.
მწერლები, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ თანამშრომლობას, სწორედ ის ხალხი აღმოჩნდა, ვინც საკუთარი შემოქმედებით ფონს ვერ გავიდა, თუმცა ხელისუფლების ქება-დიდება არასდროს შეშლიათ.
აქვე მინდა გავიხსენოთ ერთ-ერთი საერთაშორისო ფესტივალი ევროპალია-საქართველო, სადაც ექვსი ქართველი პოეტი ქალის კრებულის მე ბევრი ვარ პრეზენტაცია შედგა.
ეს ამბავი 2023 წლის 12 დეკემბერს ხდება, ხოლო განხორციელებული პროექტის მიზანი შემდეგი იყო:
"ევროპალია-საქართველოს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის."
ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის — ეს წინადადება მაშინაც და მით უფრო დღეს, აბსურდის დრამაში გვამოგზაურებს.
ამ სიტყვების დაწერიდან ორ წელში საქართველოს "ხელისუფლებამ" და მის დაქვემდებარებაში არსებულმა მწერალთა სახლმაც, ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საპროტესტო აქციებზე მყოფი მწერლები, მათ შორის, ზვიად რატიანი სცემეს და დაიჭირეს, ხოლო ამ უკანასკნელი ფაქტის გასაპროტესტებლად ქეთევან დუმბაძესთან შესახვედრად მისულ ბოიკოტში მყოფ მწერლებს მწერალთა სახლის ერთ-ერთ დარბაზში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ჩანს, ყველაფერი დალაგდა და ლოგიკას დაექვემდებარა...
შესაბამისად, აღარ გვიკვირს, როდესაც მწერალთა სახლის ოფიციალურ გვერდზე შევდივართ, თუმცა საკუთარი აზრის გამოხატვას ვერ ვახერხებთ, რადგან:
მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia limited who can comment
საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი არილი, "ბოროტმოქმედი პოეტები"
ფოტო: არილი
იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ პასუხისმგებლობიან მოქალაქესა და მწერალს დღევანდელ მწერალთა სახლთან არანაირი კავშირი არ სურს, დღევანდელმა მმართველობამ ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართა, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მათ მიერ ლიტერატურულ გაზეთთან ერთად წამოწყებული ახალი პროექტი — "ახალი სახეები", ანუ გახდით ახალი ლიტერატურული თაობის დაბადების მონაწილე!
თანაც, ბოლო დღეებში ღონისძიებების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად პოლიციური რეჟიმი დამყარდა, ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან, სახის ძვლებს უმტვრევენ, წიწაკითა და გაზით წამლავენ, ქუჩებში დასდევენ, ციხეში გამოგონილი ბრალდებებით სვამენ და ამასთან დაკავშირებით პროტესტი თუ არა, ემპათია მაინც არ გიჩნდება, ცხადია, რომ არც ახალგაზრდებზე ზრუნავ და არც უფროსი თაობის მსხვერპლს სცემ პატივს.
რაც შეეხება ამაში მონაწილე ახალგაზრდა მწერლებს, ალბათ ყველას გვსურს ვიფიქროთ, რომ ისინი დღევანდელი მწერალთა სახლის პოზიციის თანამოაზრეები არ არიან, თუმცა პოეზიის კითხვა იმ დარბაზში, სადაც რამდენიმე კვირის წინ შენს კოლეგებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამ ხალხს ღირებულებების გადაფასებისკენ მაინც უნდა უბიძგებდეთ.
დაბოლოს, იმ მრავალ ინსტიტუციას შორის, რომლებიც ხალხს უნდა დაუბრუნდეს, რა თქმა უნდა, მწერალთა სახლიცაა.
შენობას, სადაც რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმია, დღევანდელი რეპრესიების შემოქმედები აუცილებლად დატოვებენ და მწერალთა სახლი კვლავ "მწერლებთან და მწერლებისთვის" იმუშავებს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა

კომენტარები