ელენე ხოშტარია

6 Dec. 2024, 12:14

"ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების, ეშინია შეუპოვარი ბრძოლის და ამიტომ გადავიდნენ კონკრეტულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაშინებაზე, დაკავებებზე, შევარდნებზე, ღია რუსული მეთოდით რეპრესიებზე, მაგრამ ეს მხოლოდ უკუეფექტს მოიტანს, უფრო მეტ ადამიანს გააბრაზებს. ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

აქცია არც ერთი დღე არ ყოფილა ძალადობრივი. ეს აქცია ყოველთვის იყო მშვიდობიანი, პრინციპული. პოლიციის ძალადობას ხალხისგან წინააღმდეგობა შეხვდა და ასეც გავაგრძელებთ. ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ფეიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც იქნება, კვერცხებიც იქნება და რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, ამიტომ კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის მოძრაობას ყველა კანონიერი, ოღონდ ძალიან მძლავრი ხერხებით. არავინ აპირებს, რომ დააჩაგვრინოს საკუთარი მოქალაქეები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა

პოლიციამ ორკაციანი ჯგუფი დააკავა, რომლებიც რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ატყუებდნენ.…