გია ხუხაშვილი

27 Nov. 2024, 14:31

საქართველოში პიროვნების კულტი დამყარდა, ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთპარტიული სისტემა. შესაბამისად, რელიგიური აღქმაა ამ ყველაფრის. იმის გათვალისწინებით, რომ პიროვნების კულტია, მისი სურვილი არის კანონი. მას შეუძლია ნებისმიერი მოსაზრებით, რაც შეიძლება ყველასთვის გაუგებარი იყოს, რაღაც ნაბიჯები გადადგას. მას თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, ამის უფლება მისცეს. გარკვეულწილად დაგვცინის კიდეც. მის ამ ნაბიჯში ქართული საზოგადოების მიმართ გარკვეული ირონია არის. ამით ის ხაზს უსვამს, თუ რა მდგომარეობაში ვართ ყველა და როგორ აბსურდულად შეუძლია ნებისმიერი აბსურდული გადაწყვეტილების მიღება. ამის ფუფუნება აქვს მას პირადად. რა კომენტარი გავაკეთო მეტი? სერიოზულად ყაველაშვილზე როგორ ვისაუბრო? ვერ ვისაუბრებ [...]

ის თვლის, რომ ღმერთი არის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების ანალიზს აზრი არ აქვს. მისი გზები არის შეუცნობელი. ადამიანური ლოგიკით ეს ტრაგიკომედიაა. არც ტრაგედია არის და არც კომედია იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ. მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა ადამიანურ ენაზე ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ მან ეს ბოლო ინსტიტუტი, ბოლო სანთელიც ჩააქრო ქართულ ინსტიტუციურ დემოკრატიაში და ისიც საბოლოოდ მიისაკუთრა. ამით ხაზი გაუსვა, რომ ეს ინსტიტუტიც უკვე არის გაუქმებული. მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა პრეზიდენტის ინსტიტუტს გაუქმებას ნიშნავს. როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებაზე? ეს ხომ აბსურდი იქნება. მართლა შეეძლო პინგვინის დანიშვნა, არ შეეძლო? შეეძლო, მაგრამ მთლად პინგვინი არ დანიშნა

განაცხადა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან"

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  4. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  5. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.…