გია ხუხაშვილი

21 May. 2024, 14:52

რუბიკონი გადალახულია. ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ.

ამ ვითარებას ერთი მნიშვნელოვანი პლუსი აქვს — მორალური სიცხადე დამკვიდრდა საბოლოოდ.

ახლა უნდა დაფიქრდეს საჯარო მოხელე, პოლიციელი, მასწავლებელი და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლო უყვარს — რუსეთის იმპერიაში უნდა ცხოვრება მავანის გამოგონილი "ღირსებით" (სინამდვილეში უღირსობით), თუ ევროპაში იმავე მავანის გამოგონილი "მასონებით" (სინამდვილეში თავისუფლებით).

დღეს ყველამ უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში ღრმად ჩაბუდებული კონფორმიზმი და ხმა ამოიღოს, რადგან ხვალ საკუთარი შვილები გააკრავენ სირცხვილის ბოძზე.

წერს პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.

დღეს, 21 მაისს, ქართული ოცნება კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თუ საქართველო შეცვლის ანტიდემოკრატიულ კურსს, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააწესებს ინდივიდუალურ სანქციებს. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი შეაფასა, როგორც "ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…