აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
ფოტო: Vafa Naghi
ცნობილ აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს სახელისუფლებო მედია აქტიურად ესხმის თავს იმის გამო, რომ თბილისში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას დაესწრო.
გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია 11 ნოემბერს ბაქოში დაიწყო. ვაფა ნაგი ამ დროისათვის ქართველ და სომეხ აქტივისტებთან ერთად თბილისში ცნობილი შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ესწრებოდა.
თუნბერგმა კონფერენციას ბოიკოტი ადამიანის უფლებების კუთხით აზერბაიჯანში არსებული ვითარების გამო გამოუცხადა და ალიევის მთავრობას ბრალი დასდო მთიან ყარაბაღის რეგიონში სომხების ეთნიკურ წმენდაში.
თუნბერგმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვაზე, რომელიც უკვე 4 წელია გრძელდება.
"აზერბაიჯანის მოსახლეობა გამომწყვდეულია. მათ არ შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა ან იქიდან გასვლა, თუ ამას აეროპორტის გზით არ იზამენ", — განაცხადა გრეტა თუნბერგმა.
პროტესტის აზერბაიჯანელ მონაწილეებს მოსალოდნელი სასჯელის შიშით სახეები დაფარული ჰქონდათ.
"[დემონსტრაციის] COP29-ის მიმდინარეობისას ჩატარების მიზანი კონფერენციაზე კავკასიის პრობლემებზე ყურადღების მიპყრობა იყო. პირველ რიგში, მან აჩვენა კავკასიელი ხალხების სოლიდარობა და ერთიანობა COP29-ის ავტორიტარულ ქვეყანაში ჩატარების წინააღმდეგ", — განუცხადა ვაფა ნაგმა OC-Media-ს.
ნაგმა, რომელიც წარსულში ქვეყანაში ერთ-ერთი იშვიათი ოპოზიციურად განწყობილი მუნიციპალური საკრებულოს წევრი იყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ.
თბილისში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ ნაგის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია დაიწყო.
ტანზილა რუსტამხანლიმ, რომელმაც 2024 წელს ნაგის წინააღმდეგ იყარა კენჭი, პროსახელისუფლებო მედია იენი მუსავატთან საუბარში განაცხადა, რომ ნაგის მოქმედებები "ქვეყნისა და აზერბაიჯანელი ხალხის ღალატია" და მის წინააღმდეგ ღალატის მუხლით საქმეც უნდა აღიძრას.
"[ნაგი] წლების განმავლობაში მოქმედებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ასრულებდა რა აზერბაიჯანის მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური ძალების ბრძანებებს. ანტიაზერბაიჯანელი აქტივისტები გააგრძელებენ ზრდას, თუ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არ მიიღებენ სამართლებრივ ზომებს მის წინააღმდეგ", — განაცხადა რუსტამხანლიმ.
ნაგმა განაცხადა, რომ მთავრობის სოცმედია ტროლების გაღიზიანება გამოიწვია პოსტერმა, რომელიც სომეხ აქტივისტს ეჭირა. პლაკატზე გამოსახული იყო მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდა, რომლის ფარგლებშიც რეგიონი მთელმა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა.
"მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე პოსტერი მე არ მიჭირავს, შეურაცხყოფას მაინც მე მაყენებენ, თუმცა მე სოციალურ მედიაში ღიად განვაცხადე, რომ, ჩემი აზრით, მთიანი ყარაბაღიდან სომხების გასვლა ეთნიკური წმენდა იყო", — განაცხადა ვაფა ნაგმა.
ნაგის წინააღმდეგ გაილაშქრა არამხოლოდ სამთავრობო მედიამ და მთავრობამ, არამედ ნატიგ ჯაფარლიმაც, ოპოზიციური პარტია REAL-ის ლიდერმა. ჯაფარლიმ გააკრიტიკა ნაგი და განაცხადა, რომ მთავრობამ მას საპარლამენტო კამპანიის წარმოების საშუალება მისცა, რათა "სიმბოლურ" ოპოზიციად წარმოეჩინა.
"უკანასკნელ არჩევნებზე, როცა ნეფტჩალაში "სიმბოლური გმირი" შექმნეს, ჩვენ ჩუმად ვიყავით და არ გამოგვიხატავს ჩვენი აზრი [...], როცა მთავრობა დაინტერესებული იყო ამ საკითხის განვითარებით", — განაცხადა ჯაფარლიმ.
კრიტიკის საპასუხოდ, ნაგმა განაცხადა, რომ მთავრობისათვის ჩვეული მეთოდია მისი სახელის "გაშავება" — ჯაფარლიც ამას მისი სახელის საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას, ცდილობს.
"აქციის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო "გაერთიანებულ კავკასია არასდროს დამარცხდება". როგორც კავკასიელი ფემინისტები, ჩვენ ვფიქრობდით, რომ კავკასიელებს შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გადაჭრა. ადგილობრივი პრობლემები სოლიდარობაზეა დაფუძნებული, რადგან ეს ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული — თუ რომელიმეს რამე ემართება, ეს აუცილებლად ახდენს გავლენას სხვებზე", — განაცხადა ვაფა ნაგმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
კომენტარები