ნატალი ლუაზო

5 Nov. 2024, 22:50

გაყალბების მთელი პალიტრა ვნახე. მე ვაკვირდებოდი 10 საარჩევნო ბიუროს, ვიყავით 500-მდე დამკვირვებელი. მე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში და ასევე ვაკვირდებოდი პროცესს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მარნეულში იყო გაყალბებების ნამდვილი ფესტივალი.

[...] დიახ, გაყალბებების მთელი ფესტივალი. უბნებში ბიულეტენების ჩაყრა, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. ქართული ოცნებიდან ერთი კაცი მოვიდა, მოიტანა ბიულეტენები და ყრის პირდაპირ, თან აწვება მთელი ძალით იმიტომ, რომ ბიულეტენი აღარც კი ეტეოდა, იმდენს ყრიდა ყუთში.

[...] დიახ, უცხოური ორგანიზაციების თვალწინ და მე ამ დროს გარეთ ვიყავი და შევედი. ჩემს წინ არის ახალგაზრდა კაცი დამკვირვებელი და ის იღებს ამ კადრებს. ეს კაცი პირდაპირი მნიშვნელობით კინაღამ დაახრჩვეს. ხელში შემრჩა ბიჭი, რომელსაც მუქი წითელი ლაქები ჰქონდა კისრის ირგვლივ. წარმოუდგენელი არეულობა და გაუგებრობა იყო.

ვნახე ხმების ყიდვა, პირდაპირი მოსყიდვა, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო უბნის გარეთ, რაც გადავიღეთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…